არესტოვიჩი პირდაპირ ადანაშაულებს უცხოურ ძალებს იმაში, რომ უკრაინის ინტერესები სხვა ქვეყნის ინტერესებს შეეწირა – გურამ მაჭარაშვილი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩევლის, ს განცხადებები თბილისში პოლიტიკური შეფასებების თემაა.
არესტოვიჩმა, საკუთარ ონლაინბლოგში, ომზე, რუსეთზე, ნატოსა და დასავლეთის ინტერესებზე ისაუბრა. მისი თქმით, სტამბოლის სამუშაო დოკუმენტი არ იყო ცუდი.
“დასავლეთი მზადაა, ჩვენი მიწების ნაწილი გაწიროს, ოღონდ არ დაირღვეს წონასწორობა და სრულად არ დაექვემდებაროს ჩინეთს – მიზანი გასაგებია, მაგრამ უკრაინელების სისხლის ფასად ამის მიღწევა ცინიზმია,” – აცხადებს ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილი მრჩეველი.
არესტოვიჩი სვამს კითხვას, “ბევრი ამბობდა, ნატოზე უარი არ შეიძლებოდაო, მაგრამ, პირველ რიგში, სად არის ეს ნატო, მიგვიღებდა ან მიგვიღებს?”.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალა” წევრი გურამ მაჭარაშვილი ამბობს, რომ არესტოვიჩი უცხოურ ძალებს ადანაშაულებს იმაში, რომ უკრაინის ინტერესები სხვა ქვეყნის ინტერესებს შეეწირა.
“არესტოვიჩმა, პრაქტიკულად, “ხალხის ძალის” წერილებიდან წაიკითხა ამონარიდი – ის, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ სამწუხაროდ, უცხოური ძალები, რომლებსაც უნდოდათ მეორე ფრონტი, ის ძალები დაადანაშაულა უკრაინის გაწირვაში. იმედია, ახლა არ იტყვიან, რომ არესტოვიჩი “ხალხის ძალის” წევრია და ამიტომ ლაპარაკობს ამ ტექსტებით. დასანანია, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოჩნდა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა გაგვეწირა იგივესთვის.
ამიტომაც იყო ეს პოლიტიკა და ეს ზუსტად ნიშნავს იმას, რაც არახამიას განცხადებაში იყო, რომ თურმე, სტამბულის შეთანხმებაში იყო ის პუნქტები, რომელიც თურმე, როგორც არესტოვიჩი ამბობს, შეიძლებოდა სათავისოდ გამოეყენებინათ. აქ, ყველაზე ნიშანდობლივი ის არის, რომ ის პირდაპირ ადანაშაულებს უცხოურ ძალებს იმაში, რომ უკრაინის ინტერესები სხვა ქვეყნის ინტერესებს შეეწირა”, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

აბსოლუტურად ყველა მხრიდან ჩარევებს ვიცილებთ, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, ამიტომ ვართ ამაყები ჩვენ მიერ გაკეთებული საქმეებით – არანაირი მნიშვნელობა არ აქვს რუბლით, დოლარით თუ სხვა ვალუტით დაფინანსებული აგენტი, რას დამიძახებს, თუ ჩემს თავთან მართალი ვარ