მწერალი, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, გიორგი კეკელიძე:
და ერთიც:
პოლიტიკაში მოსვლას არ ვაპირებ. მტკიცედ მჯერა – ის რაც შენი განწყობის საქმე არ არის, არ უნდა აკეთო ადამიანმა. ამის მიზეზი ვერც ამხელა და დაუმსახურებელი სახალხო სიყვარული იქნება და ვერც უამრავგვარი საცდური თუ შემოთავაზება, რომელიც ბარემ მანამდეც ყოფილა ბლომად. და თუ რაღაც გზა გზად არ გეგულებოდა გუშინ და გუშინწინ, მას გზად ვერცერთი პერსონალური მოვლენა და ხდომილება ვერ აქცევს დღეს. მეორე მხრივ, მე ყოველთვის ვიქნები პრინციპული და არასდროს გადავუხვევ ჩემს არცერთ ღირებულებას, რაც აქამდე მქონია ან რასაც ცხოვრება აწი დამანახებს მართებულად. მეორე – არასდროს ვიმუშავებ არცერთ საჯარო სამსახურში. ეს ეტაპი გავლილია ჩემს ბიოგრაფიაში, ვფიქრობ – წარმატებით. ეს იყო ჩემი პირველი და უკანასკნელი სახელმწიფო სამუშაო – ასე, ვთქვი მაშინ, 27 წლისამ, როცა პირველი ინტერვიუ მივეცი და ასე ვფიქრობ ახლაც. აქაც ყოფილა არაერთი საცდური. არაერთხელ. და კიდევ: ახლა იოლად შემიძლია ვთქვა: ჩემი საჯარო სამსახურში მუშაობისას არასდროს ამიღია – არც პრემია, არც წახალისება, არც ჯილდო, არც საჯარო მოხელის ჩინი მქონია და დანამატი – ეგეც თავიდანვე ვთქვი და შევასრულე. არ მიკმევია არავისთვის დითირამბი არასდროს, საქმე იყო უპირატესი და უპირველესი მხოლოდ – ეგეც თავიდანვე ვთქვი და შევასრულე. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ იცოდეთ – ამასაც შევასრულებ. ახლა სულ სხვა განწყობის გზები მეძახიან. ეს გზები ლიტერატურის, განათლების და კულტურის მინდვრებზე ივლის. თქვენი #გიორგიკეკელიძე #giorgikekelidze