არაკაცობას გამართლება არ აქვს! – ბიზნესმენი აქციის დარბევაზე

“არაკაცობას გამართლება არ აქვს! წაქცეულის ცემა, ვინც არ უნდა იყოს, არცერთ კანონში არ ჯდება! საქართველო ცივილიზებული სამყაროს ნაწილი იყო, არის და იქნება” – ასე აფასებს ბიზნესმენი, კომპანია “ჯი პი სის” გენერალური დირექტორი, დავით კილაძე 29-30 ნოემბრის აქციებს და მიმდინარე პოლიტიკურ მოვლებს.
აღნიშნულ თემაზე საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა ბიზნესმენმა ირაკლი როსტომაშვილმაც.
“ევროპელი ინვესტორი აქ შემოსვლას რომ ფიქრობს, თავისი ქვეყნის საელჩოებში ეკონომიკურ ატაშეებს ეკითხება აზრს. ისინი მათ უგზავნიან ინფორმაციას, ეკონომიკურ ანალიზს და ა.შ. ახლა ნებისმიერი ინვესტორი რომ დარეკავს საელჩოში, ეტყვიან, რომ ევროკავშირის მიმართ მთავრობას აგრესიული დამოკიდებულება აქვს“, – აღნიშნავს ირაკლი როსტომაშვილმა.