ანწუხელიძის გვარს ლაჩრები რომ არიან დღეს ამოფარებული, სტრასბურგის განაჩენში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ჩაიწერა, რომ ანწუხელიძე ოკუპანტებმა აწამეს და მოკლეს

ანწუხელიძის გვარს ლაჩრები რომ არიან დღეს ამოფარებული, სტრასბურგის განაჩენში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ჩაიწერა, რომ ანწუხელიძე ოკუპანტებმა აწამეს და მოკლეს
ანწუხელიძის გვარს ლაჩრები რომ არიან დღეს ამოფარებული, სტრასბურგის განაჩენში სწორედ „ქართული ოცნების“ ძალისხმევით ჩაიწერა, რომ ანწუხელიძე ოკუპანტებმა აწამეს და მოკლეს, – განაცხადა პარლამენტის საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, საგამოძიებო კომისიის მანდატი ქართველი სამხედროების გასამართლებას არ არის და არც ამის სურვილი არსებობს.
„ჩვენი მიზანი უბრალოდ ვერ იქნება ქართველი სამხედროების გასამართლება, რადგან არც სურვილი გვაქვს ამის და არც მანდატი. ჩვენი მანდატი არის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის კვლევა 2003-2012 წლებსა და 2012-2024 წლებში, ვინაიდან ჩვენი მანდატი ქრონოლოგიურად გაფართოვდა. რაც შეეხება სურვილს, რომ არა „ქართული ოცნება“, მისი პოლიტიკური ხელისუფლება და მთავრობის იმჟამინდელი შემადგენლობა და პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა, რომელსაც , როგორც დამფუძნებელი ხელმძღვანელობდა, ჩვენ ს წინააღმდეგ დავაში, ქართველი სამხედროების და ქართველი ხალხის, იქ მყოფი ჩვენი მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებებს, სათანადოდ ვერ დავიცავდით.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“, მე ჯერ კიდევ სტრასბურგში ვმუშაობდი, 2008 წლის აგვისტოში, ომის მესამე დღეს შემოიტანა საჩივარი აგვისტოს ომის თემაზე რუსეთის წინააღმდეგ და ეს იყო რამდენიმე ფარატინა ფურცელი. მე მაინც ვერ მომატყუებენ, რა იდო იმ საჩივარში, რადგან ეს საჩივარი ჩემ მიერ დარეგისტრირდა, ანუ წარმოებაში იქნა მიღებული, თავად რომ ეძახიან, 2008 წლის აგვისტოში. ეს მოხდა საღამოს ჟამს, როდესაც ადეიშვილის სამინისტროდან, იუსტიციის სამინისტროდან დამირეკა ბატონმა დავით თომაძემ ჩემს მობილურ ტელეფონზე, რაც არასდროს არ ხდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ მას ჰქონდა ჩემი ნომერი, ოფიციალური არხებით ვურთიერთობდით, ვინაიდან მიმდინარეობდა საომარი მოქმედებები და თანაც პირად ნომერზე შემოვიდა მისი ზარი. მე მივხვდი, რომ კარგი არაფერი ხდებოდა და მან რეალურად ტელეფონით შემოიტანა საჩივარი.
მეუბნებოდა, რომ ჩვენ გვიბრძანეს, დავტოვოთ იუსტიციის სამინისტრო, რადგან რუსები მოდიან და მიიღეთ საჩივარი, ზეპირად დაარეგისტრირეთ. მე მას ვურჩიე, რომ მეილით მაინც მოესწრო რაღაცის გამოგზავნა და ეს რაღაცა მან სიჩქარეში გამოაგზავნა. რასაც მე მაშინ მივეცი მსვლელობა და ასე დარეგისტრირდა, ეს არის ფაქტი, ისტორიული ფაქტი. ისტორიული მნიშვნელობის არის-მეთქი, ამას კი არ ვამბობ, ისტორიაა, ფაქტია, შემდგარი ფაქტია. ამის შემდეგ, ადეიშვილს, მის პირველ მოადგილეს თინა ბურჯალიას ჰქონდა გარკვეული ვადა მიცემული სტრასბურგის სასამართლოს მიერ, რომ როგორც არის რეგლამენტით გათვალისწინებული, უკვე ფორმულარი შეევსოთ და მტკიცებულებები წარმოედგინათ. მათ მართლაც დადგენილ დროში ფორმალური შეავსეს, საკმაოდ მოცულობითი, მაგრამ ეს იყო თხრობა მოვლენების. მტკიცებულებები, რომლითაც დასტურდებოდა სად, რა, როდის, რა მოხდა, პრაქტიკულად არაფერი არ იყო.
შემდეგ მოხდა ისე, რომ დავბრუნდი სტრასბურგიდან, ჩავები პოლიტიკაში და დავინიშნე იუსტიციის მინისტრად და უკვე რუსეთის წინააღმდეგ მოპასუხის, მომჩივნის მდგომარეობაში და ჩვენ ხელისუფლებას მოუწია ამ დავის წარმოება. იქ კიდევ ერთხელ ვნახე, რომ სანამ მე სტრასბურგიდან დავბრუნდი, სანამ ოპოზიციაში ვიყავი და სანამ იუსტიციის მინისტრად დავინიშნე ბატონი ბიძინა ივანიშვილის მიერ, დრო გავიდა, რამდენიმე წელი გავიდა. 4 წელი გავიდა. ამ 4 წლის მანძილზეც არაფერი არ ჰქონდათ სტრასბურგში შეტანილი. ყველა საქმეში, გამოძიებაა თუ სასამართლო დავაა, დროს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. ძალიან ძნელია წლების მერე მტკიცებულებების გროვება და ჩვენ მაინც შევძელით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, რომ სტრასბურგშიც და ჰააგაშიც დავიცავით ქართული ჯარის და ჯარისკაცის, ოფიცრების ღირსება. ანწუხელიძის გვარს, გმირის გვარს რომ ლაჩრები არიან დღეს ამოფარებულები და უპასუხისმგებლო მავნებლები, აი იმ ანწუხელიძის ღირსება ჩვენ დავიცავით სტრასბურგში. სტრასბურგის განაჩენში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების ძალისხმევით ჩაიწერა, რომ ანწუხელიძე ოკუპანტმა ძალებმა აწამეს და მოკლეს სეპარატისტებთან ერთად. ასევე, რატომ ავიწყდებათ, რომ იქ არ იყო მარტო ანწუხელიძე. იქ იყო კახაბერ ხუბულური, იქ იყო უშანგი სოფრომაძე. მათი ღირსება სამართლებრივად ჩვენ დავიცავით რუსეთის წინააღმდეგ. ასევე გორში რომ ბომბი ჩამოვარდა, ის საერთოდ გატანილი იყო.
როგორც წულუკიანმა აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოში ქართული ჯარის სიმართლეს ამტკიცებდნენ.
ერთ-ერთ ინტერვიუში ბატონი შოთა უტიაშვილი ამბობს, რომ არც მიღება-ჩაბარება გაფორმებულა, ისე გაატანეს ჩვენს პარტნიორ ქვეყანას, -ს ქვეყნიდან ჩამოვარდნილი ისკანდერი. ამის უკან დაბრუნება მოგვიწია და დღემდე მადლიერები უნდა ვიყოთ ჩვენი დიდი მეგობრის, აშშ-ის, რომელმაც ეს დიდი მტკიცებულება უკან დაგვიბრუნა. ეს „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო თავისი დიპლომატიური კორპუსისა და „ქართული ოცნების“ პარტიის ხელშეწყობით. არაერთი მტკიცებულებაა, მაგალითისთვის სააკაშვილის ბრძანება. 10 აგვისტოს, დილით მან გასცა ბრძანება, როგორც უმაღლესმა მთავარსარდალმა, რომ ჯარი გამოსულიყო საომარი მოქმედებების არეალიდან. თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ ამ ბრძანების დედანი მათ არ შეინახეს. არსად არ არსებობს ეს დედანი. შეიძლება, რომ ომს აწარმოებდე, დედანსაც ანადგურებ იმისა, რომ ჯარი გამოიყვანე. ეს იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ სააკაშვილის ამ მავნებლური ქმედებით, რომ თავისივე ბრძანება მან, ან მისმა გარემოცვამ გაანადგურეს, ჩვენ გვიჭირდა იმის მტკიცება, რომ 10 აგვისტოს დილის შემდეგ ქართული ჯარი საერთოდ არაფერ შუაში იყო, იქ არ იმყოფებოდა.
აი ამას ვამტკიცებდით, ქართული ჯარის სიმართლეს, 7 აგვისტოდან მოყოლებული, ომის დასასრულამდე და შემდგომ პერიოდშიც და ჩვენ ეს შევძელით. ასევე, მშვიდობიანი მოსახლეობა, რომ იქ ეთნიკური წმენდა ჩატარდა, რომ მიტოვებულები იყვნენ, რომ იქ ვინმე ქართველმა კი არ აღმართა მათზე ხელი, რასაც რუსი ამტკიცებდა, არამედ პირიქით. აი, ეს ყველაფერი „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო ჰააგასა და სტრასბურგშიც. სამწუხაროა, რომ ამის გამეორება ამდენი ხნის მერე კვლავ გვიწევს, მაგრამ ეს არის ფაქტი. კომისია ამის მერე შემოდის უკვე პროცესში და ჩვენი მიზანია, იმ პოლიტიკური თანამდებობის პირების, სააკაშვილის, კეზერაშვილის, მერაბიშვილის, მისი მოადგილე ჯანაშვილის და სხვა პოლიტიკური პირების გადაწყვეტილებების შესწავლა და შეფასება. რატომ მოხდა ის, რაც მოხდა“, – განაცხადა მან.