“რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა გუნდის დამრიგებელ კარლო ანჩელოტის ულტიმატუმი წაუყენა. Relevo-ს ცნობით, თუ “ბლანკოსი” მიმდინარე სეზონში ლა ლიგას ან ჩემპიონთა ლიგას ვერ მოიგებს, იტალიელს გაათავისუფლებენ.
გამოცემის ინფორმაციით, ანჩელოტის შემცვლელად მხოლოდ “ლევერკუზენის” მთავარი მწვრთნელის, ხაბი ალონსოს კანდიდატურა განიხილება. ესპანელს გერმანულ კლუბთან აქვს შეთანხმება, რომ თუ “რეალი” მის გადაბირებას შეეცდება, “ლევერკუზენმა” მას წასვლაში ხელი არ უნდა შეუშალოს.
“რეალი” 51 ქულით ლა ლიგის ლიდერია და მეორეადგილოსან “ატლეტიკოს” 1 ქულით უსწრებს.
