ანტონ ობოლაშვილი – დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ჩვენი წარმატების და ევროპული მომავლის საწინდარია

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ახალციხის, ადიგენის, ბორჯომისა და ასპინძის დელეგატი ანტონ ობოლაშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ახალციხეში, ასპინძის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. დელეგატმა, ასევე შეხვედრა გამართა ქალაქ ვალეში.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობაზე. შეაჯამა სოფლებში განხორციელებული და მიმდინარე პროექტები. მოისმინა ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებები.
„დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს, ჩვენი მოსახლეობა დაუჭერს მხარს მშვიდობას, ღირსებასა და კეთილდღეობას, რაც ჩვენი წარმატების და ევროპული მომავლის საწინდარია“, – განაცხადა ანტონ ობოლაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ლილუაშვილი – დროა დავსვათ კითხვები: თუ ყველაფერი ასე კარგადაა, რატომაა ასეთი მასშტაბური გაჭირვება? ხომ არ ხდება ისე, რომ საქსტატის ზრდის მაჩვენებლები დაფუძნებულია ფინანსთა სამინისტროს გადაჭარბებულ მონაცემებზე და რეალობას აცდენილია?