ისრაელს დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ მოუწოდებს

გაერო-ს გენერალური მდივანი ისრაელს მოუწოდებს, დასავლეთ სანაპიროზე სამხედრო ოპერაციები შეწყვიტოს.
„გენერალური მდივანი ღრმად შეშფოთებულია დასავლეთ სანაპიროზე განვითარებული უახლესი მოვლენებით და მტკიცედ გმობს სიცოცხლის, მათ შორის ბავშვების სიცოცხლის, დაკარგვას“, – აღნიშნულია გუტერეშის პრესსპიკერის, სტეფან დუჟარიკის განცხადებაში.
გუტერეში ისრაელს მოუწოდებს, შეასრულოს საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონით გათვალისწინებული ვალდებულებები და მიიღოს ზომები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და მათი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
„ეს საშიში მოვლენები ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე არსებული ისედაც ფეთქებადი ვითარებისთვის ცეცხლზე ნავთის დასხმაა. საბოლოოდ, ძალადობას დაასრულებს მხოლოდ ოკუპაციის დასრულება და მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესის დაბრუნება, რომელიც კონფლიქტის ორი სახელმწიფოს პრინციპზე გადაწყვეტას უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია გუტერეშის პრესსპიკერის განცხადებაში.
სტეფან დუჟარიკის მტკიცებით, გაერო გააგრძელებს მუშაობას ყველა მხარესთან, რათა შეეცადოს არსებული სიტუაციის დეესკალაციას და ხელი შეუწყოს რეგიონში სტაბილურობას.
შეგახსენებთ, გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დასავლეთ სანაპიროზე, ისრაელის იერიშების შედეგად, 11 პალესტინელი დაიღუპა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში დასკვნა უმძიმესია, დეტალიზებულია საქართველოს ავტოკრატია, დიქტატურად გადაქცევის „ქოცური“ მცდელობები – ეს არის „ქართული ოცნების“ საერთაშორისო რეპუტაციის საბოლოო ვერდიქტი

ალექსანდრე მაისურაძე – საქართველოს მთავრობა გამოხატავს ღრმა შეშფოთებას „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან დაკავშირებით – შეიცავს სერიოზულ ფაქტობრივ უზუსტობებს, შერჩევით ინტერპრეტაციებს, პოლიტიკურად მიკერძოებულ დასკვნებს, რაც ეჭვქვეშ აყენებს მის სანდოობას

დავით ზურაბიშვილი: თქვე კაი დედმამიშვილებო: ყველაზე დიდხანს ვინც გყავდათ პრემიერი, კორუმპირებული აღმოჩნდა, ახლა ციხეში გყავთ; მანამდე ვინც იყო, ხაზარაძესთან ერთად შეთქმულება დაბრალდა და მონასტერშია შეფარებული რომ არ დაიჭირონ…