ანტონიო გუტერეში ისრაელი-ჰამასის ომზე – მშვიდობიანი მოქალაქეები და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ყოველთვის დაცული უნდა იყოს

გაერო-ს გენერალური მდივნის, ს განცხადებით, ღაზის სექტორში არსად არის უსაფრთხო ადგილი იმ ადამიანებისთვის, რომლებმაც ევაკუაციის განკარგულება მიიღეს.
”ადამიანებისთვის, რომლებსაც ევაკუაცია უბრძანეს, არსად არის უსაფრთხო წასასვლელი,” – აღნიშნა გაერო-ს გენერალურმა მდივანმა.
ანტონიო გუტერეშის თქმით, უკიდურესად შეშფოთებულია ღაზაში საომარი მოქმედებების განახლებით. მან ს თავდაცვის ძალებს მოუწოდა, დაიცვან მშვიდობიანი მოსახლეობა და თავიდან აიცილონ ქმედებები, რომელიც გააუარესებს კატასტროფულ ჰუმანიტარულ მდგომარეობას.
„მშვიდობიანი მოქალაქეები – მათ შორის ჯანდაცვის მუშაკები, ჟურნალისტები და გაერო-ს თანამშრომლები – და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა ყოველთვის დაცული უნდა იყოს“, – ნათქვამია ანტონიო გუტერეშის განცხადებაში.
მისივე თქმით, შეშფოთებულია ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე ძალადობის ესკალაციის, მათ შორის დიდი რაოდენობით ადამიანების დაღუპვისა და დაპატიმრების გამო, ასევე ისრაელის უსაფრთხოების ოპერაციების გაძლიერებისა და პალესტინელების მიერ ისრაელელებზე თავდასხმების გამო.