ანსამბლ „რუსთავსა“ და „საგალობელს“ შორის მემორანმდუმი გაფორმდა

საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავს“ და ა(ა)იპ ამბროლაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლ „საგალობელს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას პრესსამსახური ავრცელებს.
მემორანდუმს ხელი ანსამბლ „რუსთავის“ სამხატვრო ხელმძღვანელმა დავით შანიძემ და ანსამბლ „საგალობლის“ დირექტორმა თამაზ დაუშვილმა მოაწერეს.
„მემორანდუმის მიზანია მხარეთა საერთო ინტერესების ფარგლებში კულტურულ – შემოქმედებითი ურთიერთობა.
ასევე, აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში ხელი შეეწყობა ფოლკლორის განვითარებას და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვას.
ოფიციალური ცერემონიალის შემდეგ, ანსამბლებმა ერთობლივი რეპეტიცია ჩაატარეს და რაჭული სიმღერები შეასრულეს”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

რუსა ბურჯანაძე: ნიურნბერგის პროცესზე დასაჯეს ჰანს ფრიჩშე ადამიანი, რომელიც გებელსის პროპრაგანდისტული რადიოს დიქტორი იყო, ახმოვანებდა უბრალოდ გებელსის და ჰიტლერის დაწერილ მოსაზრებებს