ანდრო ჭიჭინაძე თეატრალურის რექტორს: იმედია, აღარასოდეს შევხვდებით

საპროტესტო აქციების დროს დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე თეატრალური უნივერსიტეტის გარშემო მიმდინარე ამბებს ეხმაურება. მის განცხადებას ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
 „დიდი ხანია თავს ვიკავებ განცხადების გაკეთებისგან. დაჭერის დღიდან, რადგან ყოველთვის ვერიდები „ღია დაპირისპირებაში შესვლას”. ვაპირებდი გიორგი შალუტაშვილთან დალაპარაკებას გამოსვლის შემდეგ. კითხვები მქონდა იმასთან დაკავშირებით თუ როგორ ექცევიან ჩემს მეგობრებს, ღირსეულ ადამიანებს!
რასაც აკეთებენ მთელი ამ დროის განმავლობაში სრულიად მიუღებელია! არის და აქამდეც იყო! განსაკუთრებით იმ ადამიანისგან, რომელმაც საბჭოთა კავშირის დროს გაბედა და დაუპირისპირდა სისტემას! ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, კარგი და საპატივცემულო ურთიერთობა მქონდა მასთან. აქ ეს ბოლო ხარისხოვანია! წითელი ხაზია, როცა პრინციპულ, ერთგულ, თავისუფალ ადამიანებს ასე ექცევი!!!
პოლიციას გამოუძახე?! ვისთვის?! ჩემთვის ყველა კითხვას პასუხი გაეცა!
იმედია, აღარასოდეს შევხვდებით და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის და კინოს უნივერსიტეტი გახდება ღირსეული სივრცე!!!”, – წერს ანდრო ჭიჭინაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსები ჩრდილოვანი ფლოტის ტანკერებს ევროპაში დივერსიებისა და დესტაბილიზაციისთვისაც იყენებენ – ტანკერებიდან დრონების გაშვების შემთხვევები ერთ-ერთი ასეთი მაგალითია

4 ოქტომბრის აქციაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულის ადვოკატი – ვახტანგ ფიცხელაური სასამართლოს მიაწოდებს ინფორმაციას მის მიმართ განხორციელებულ ძალადობასთან, სიტყვიერ შეურაცხყოფასა და მუქარასთან დაკავშირებით