ამ წუთის მდგომარეობით, ნახევარი ოპოზიციური პარტიები სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას

ამ წუთის მდგომარეობით, ნახევარი ოპოზიციური პარტიები სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას
ნახევარი ოპოზიციური პარტიები ამ წუთის მდგომარეობით სერიოზულად ფიქრობენ ადგილობრივ არჩევნებზე გასვლას, – ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მ განაცხადა.
ნიკა მელია არ აკონკრეტებს, რომლები არიან ეს პარტიები.
„ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენ, მეც მათ შორის, რომ ეს არ მოხდეს, რადგან საპარლამენტო ბოიკოტის ფასი, ვფიქრობ, აპრილის თვეში ყველამ ძალიან კარგად ვიგემეთ და ვნახეთ კარგი გაგებით, რამხელა უპირატესობა აქვს ახლა, ამ უთანასწორო ბრძოლაში ქართველ ხალხს. რომ არ ყოფილიყო საპარლამენტო ბოიკოტი, ერთი ადამიანიც არ იდგებოდა, დღემდე ხომ საერთოდ არავინ არ იდგებოდა, მაგრამ მაქსიმუმ ერთი კვირა გაეპროტესტებინა ვინმეს, თუ ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს არ მიმართავდნენ. 2020-21 წლების გამოცდილება, როგორც გაკვეთილი, უნდა მივიღოთ და დიახ, ეჭვი არ მეპარება, რომ მაშინ საპარლამენტო ბოიკოტი თუ არ დაირღვეოდა, ის აბსოლუტურად წარმოუდგენელი პრეცედენტი ადგილობრივ არჩევნებზე როდესაც 43-პროცენტიანი ზღვარი მოიფიქრეს და ამაზე დაიყოლიეს პარტიები, ვერ შედგებოდა და ამ ქვეყანაში ჩატარდებოდა ახალი საპარლამენტო “, – განაცხადა ნიკა მელიამ „ტვ პირველის“ ეთერში.
ამასთან, ნიკა მელიამ განმარტა, რომ ოპოზიციაში ბევრისგან არ არსებობს პასუხი კითხვაზე, თუ არაფერი შეიცვალა, გადიან თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე.
„რაც უნდა ძალიან პატივს ვცემდე ნებისმიერ კოლეგა პოლიტიკოსს, ბოლომდე ვერ ვენდობი, ვიდრე ჩემ მიერ დასმულ კითხვაზე – თუ არაფერი შეიცვალა, გავდივართ თუ არა ადგილობრივ არჩევნებზე, პასუხი არ არსებობს. ამ კითხვას როცა სვამ და პასუხი არ არსებობს, დიახ, ეს მაფიქრებინებს, რომ ბევრი ფიქრობს. სხვა შემთხვევაში, წინ რა უდგას ამ კითხვაზე პასუხის გაცემას“, – აღნიშნა ნიკა მელიამ.
Previous: ახმეტის კულტურის სახლში ინტელექტუალური თამაში „რა, სად, როდის? “ გაიმართა

ასევე დაგაინტერესებთ

გუშინწინდელმა შეხვედრამ აჩვენა მთელს მსოფლიოს, რომ უკრაინა, სამწუხაროდ, მართლაც პაიკად გამოიყენეს ვიღაცებმა და საქართველომ ამის საშუალება არავის მისცა – საქართველო დავალებებს აღარ იღებს

მამუკა მდინარაძე გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ლიეტუვაში, დიდი ბრიტანეთი ქართველ აქტივისტებს ოქტომბრის არჩევნებისთვის ამზადებს, აცხადებს, რომ მიზანი საქართველოში არეულობის მოწყობა და ხელისუფლების ცვლილებაა