ამ ყველაფრის ფონზე დღეს ამბობენ, ქართული ოცნება აბრალებს საქართველოს ომის დაწყებასო- ქვეყნის წინაშე დანაშაულის გადაფარვის და უტიფრობის პიკი

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გრეტა წიწავა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომების შესახებ რადიკალური ოპოზიციის შეფასებებს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ “ომიდან ორ თვეში ნაცებმა მხარი დაუჭირეს მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება აღიარეს. ამ ყველაფრის ფონზე დღეს ამბობენ, ქართული ოცნება აბრალებს საქართველოს ომის დაწყებასო.”
როგორც წიწავა აღნიშნავს, ეს ყველაფერი არის “ქვეყნის წინაშე დანაშაულის გადაფარვის და უტიფრობის პიკი”. “მიშამ დამავალა ცეცხლის გახსნაო – თქვა ჯერ კიდევ უახლოეს წარსულში ნაცმოძრაობის თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გენერალმა გოგავამ კომისიის სხდომაზე; ომიდან ორ თვეში ნაცებმა მხარი დაუჭირეს მოღალატეობრივ რეზოლუციას, სადაც ომის დაწყება აღიარეს. პირველივე წუთებიდან მთელს მსოფლიოს აქედან იქით დაბომბვის კადრები აჩვენეს. ნაცების პარლამენტმა 2008 წლის 10 აგვისტოს დაამტკიცა სააკაშვილის დოკუმენტი, საქართველოში 8 აგვისტოს შემოიჭრაო. ამ ყველაფრის ფონზე დღეს ამბობენ, ქართული ოცნება აბრალებს საქართველოს ომის დაწყებასო. ქვეყნის წინაშე ჩადენილი დანაშაულის გადაფარვის და უტიფრობის პიკი!!!“- წერს გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

არჩევანის გაკეთება ნამდვილად გამიმარტივდა-ერთ მხარეს არის მშვიდობა, განვითარება, სტაბილურობა, მეორე მხარეს არის არეულობა, დაპირისპირება, პოლარიზაცია და დარწმუნებული ვარ, ჩვენს საზოგადოებასაც არ გაუჭირდება არჩევანის გაკეთება

იგორ ნარმანია 20 კაცით თავს დაესხა 2 ადამიანს და მოგერიების დროს ისიც კი ვერ მოახერხა, რომ თავში არ მოხვედროდა, იმიტომ, რომ „ნაცია“, გამოძიება დაადგენს ყველაფერს, მათ შორის, ვინ იყო მსხვერპლი და ვინ – მოძალადე