“ამ ფაქტმა უბრალოდ დამანგრია! არ არსებობს უფრო დიდი დანაშაული, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია ჩაიდინოს!” – თინა ხიდაშელი

“ამ ფაქტმა უბრალოდ დამანგრია! არ არსებობს უფრო დიდი დანაშაული, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია ჩაიდინოს!” –
თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი:
იმდენი საშინელი ამბავი ხდება რომ ფბ ერთ დიდ მოთქმა-გოდების სივრცედ გადაიქცა თითქოს. ამიტომ ძალიან იშვიათად შემოვდივარ აქ, იშვიათად ვწერ რამეს.
მაგრამ, გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში ცემის ფაქტმა უბრალოდ დამანგრია!!!
უკვე ორი დღე გავიდა, სამარტოო საკანში მყოფ პატიმარს სასტიკად გაუსწორდნენ და თითქოს არც არაფერი მომხდარა და ჩვეულებრივი ამბავია.
სულ არ ვიცნობ ბაჩიაშვილს, სულ არ მაინტერესებს ვინ ვის რა მოპარა და როდის როგორ იქცეოდა.
არაფერი, არაფერი არ კივის ისე მკვეთრად, ისე ცალსახად სახელმწიფოს ჩამოშლის შესახებ, როგორც სამარტოო
საკანში პატიმრის ცემა და მერე ამაზე 0 რეაგირება.
უბრალოდ არ არსებობს უფრო დიდი დანაშაული, რომელიც სახელმწიფოს შეუძლია ჩაიდინოს!!!
სამარტოო საკანში!!!
ნებისმიერი პატიმარი, მაგრამ მით უფრო ის ვისკენაც ათასი თვალია მიპყრობილი!!!
ნაცემია, საავადმყოფოში აღმოჩნდა და იუსტიციის მინისტრი, სასჯელაღსრულება, ციხის უფროსობა …. ყველა მშვიდად აგრძელებს “მოღვაწეობას”,- წერს ის.
გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.
ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს, თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია სთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.