ამ ადამიანებმა თავი დაიჭირეს, თავისი ფეხით შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისივე წინასწარი ნებით

ამ ადამიანებმა თავი დაიჭირეს, თავისი ფეხით შევიდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში თავისივე წინასწარი ნებით, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან, ოპოზიციის წარმომადგენლების საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადების გამო თავისუფლების აღკვეთაზე საუბრისას.
„აცხადებდნენ, რომ იცოდნენ დაბარებულები იყვნენ კომისიაში, იცოდნენ, რომ დაბარებაზე უარის თქმა ან არგამოცხადება არის სისხლის სამართლის დანაშაული, იციან, რომ ამაზე სასჯელია ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა, მაგრამ იმდენად არ უნდათ დემოკრატიული ინსტიტუტების აღიარება, რომ მზად არიან წავიდნენ თავისუფლების აღკვეთაზეც. გადადგეს ნაბიჯიც და შესაბამისი ლოგიკური შედეგი დადგა. აქ იმაზე საუბარი, რომ მათ მიმართ ხელისუფლებას განზრახვები ჰქონდა, არის ზედმეტი.
პარლამენტის საგამოძიებო კომისიას კითხვები ჰქონდა მათთან, ვერ მიიღეს პასუხი, ამიტომ კიდევ ერთხელ დაიბარეს და მათ მიეცათ შესაძლებლობა, რომ ახლა მაინც ეღიარებინათ დემოკრატია და საქართველოს კონსტიტუცია, მაგრამ მათ კიდევ ერთხელ თქვეს, რომ საქართველოს კონსტიტუცია არის ფარატინა ქაღალდი და მათთვის მნიშვნელოვანია რომელიღაც ელჩის სიტყვები“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
ს 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება აეკრძალა. „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი სასამართლომ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩვენ არ გვაინტერესებს, როგორ ემზადება ამ არჩევნებისთვის ოპოზიცია, გვაქვს ერთადერთი მიზანი – 64-ვე მუნიციპალიტეტში მოვიგოთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნები და აბსოლუტურად დარწმუნებულები ვართ, რომ მოვიგებთ

ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმმა ვერ შეძლო ვერც ერთი ინვესტორის მოზიდვა, ამის შემდეგ იკადრეს და სცადეს, ბიუჯეტიდან წაეღოთ ხალხის ფული სრულიად უსამართლოდ, თუმცა, არბიტრაჟმა მიიღო სამართლებრივი გადაწყვეტილება

ევროპელი ელჩი როდესაც კადრულობს, ერთ-ერთი ოპოზიციონერი ლიდერისგან ქირაობს რეზიდენციას, ეს მეტყველებს იმაზე, რომ საერთოდ არაფერი აღარ დარჩა ღირებულებებიდან, რომელიც წარსულში ახასიათებდა ევროპულ ბიუროკრატიას