“ამოიღეს საბას ნათლობის ვიდეოები… ბოლოს მეტყვიან, თუ არ მოისვენებ ბორკილს დაგადებთ” – ჟორჟოლიანი

პრო­კუ­რა­ტუ­რამ ნანუკა ჟორჟოლიანის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა რამდენიმე წუთის წინ დაასრულა.

ნა­ნუ­კა ჟორ­ჟო­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, ჩხრე­კის შე­დე­გად ამო­ი­ღეს ტექ­ნი­კა.

“წინ იდგა ძა­ლი­ან გა­მოპ­რან­ჭუ­ლი პრო­კუ­რო­რი ქალი. ვფიქ­რობ, დი­ლის 9 სა­ა­თის­თვის ზედ­მე­ტად მო­წეს­რი­გე­ბუ­ლი იყო. რო­დე­საც მივ­ხვდი, რომ ხე­ლის მო­კი­დე­ბას აპი­რებ­დნენ, რათა ტე­ლე­ფო­ნი წა­ერ­თვათ, მე მი­ვე­ცი, რად­გან საბა იყო სახ­ლში. არ მინ­დო­და ამის­თვის ეყუ­რე­ბი­ნა.

ყვე­ლა­ზე სე­რი­ო­ზუ­ლი რე­აქ­ცია, რა­ზეც ჰქონ­დათ ეს იყო “ლა­ი­ვი“. ვუხ­სნი­დი, რომ მათ მი­მართ ნდო­ბა არ მქონ­და. ეს იყო ჩემი დაც­ვა მა­ნამ, სა­ნამ ად­ვო­კა­ტი მო­ვი­დო­და. არც აპი­რებ­დნენ ჩხრე­კის და­წყე­ბას, სა­ნამ „ლა­ივს“ არ გავ­თი­შავ­დი. იცით, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო სუს-ის ეპი­ზო­დი. პრო­კუ­რა­ტუ­რა რა­საც აკე­თებ­და, სუს-ი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბას უწევ­და. სუს-ი ეუბ­ნე­ბო­და, რა უნდა ექნა პრო­კუ­რა­ტუ­რას. ისი­ნი ანიშ­ნებ­დნენ, პრო­კუ­რა­ტუ­რა იმის მი­ხედ­ვით მოქ­მე­დებ­და.

მთა­ვა­რი ამ­ბა­ვი იყო ფონ­დის დო­კუ­მენ­ტა­ცია. ამო­ი­ღეს სა­ბას ნათ­ლო­ბის ვი­დე­ო­ე­ბით და­წყე­ბუ­ლი, მა­რი­ა­მის და­ბა­დე­ბის დღით დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ტექ­ნი­კაც ამო­ი­ღეს. ამო­ი­ღეს ისე­თი ძვე­ლი ტე­ლე­ფო­ნე­ბი, რო­მე­ლიც არ ირ­თვე­ბა. ამო­ი­ღეს ე.წ. ფლეშ­კე­ბი, რო­მე­ლიც ჩემი შვი­ლის არის.”- განუცხადა ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალისტებს.

ასევე დაგაინტერესებთ

ბევრი მეტყვის რაღა დროს ნაცების შედარებააო, მაგრამ არც ერთ ერს არ აქვს მომავალი, რომელიც წარსულს დაივიწყებს – სანაიაც ამიტომ არის დიდ გულზე, მომღიმარი. იცის, რომ არავინ ზედმეტად არ შეეხება და აგზავნის ჰაეროვან კოცნებს

2025 წლის 20 ოქტომბრის მონაცემებით, სახელმწიფოს საკუთრებაში სხვადასხვა ანგარიშზე ჯამში 6.9 მლრდ ლარის ნაᲨთია, იანვარ-სექტემბრის ბიუჯეტის შემოსავლები 102.5 %-ით შესრულდა – ამას ვწერ იმიტომ, რომ ეკონომიკაც უზარმაზარი ფაქტორია რომელიც პოლიტიკაზე და სოციალურ სტრუქტურაზე ახდენს გავლენას და Ჩვენ არც ამას ვიმᲩნევთ

მარგუს ცაჰკნას პარტიამ ესტონეთის მუნიციპალურ არჩევნებში ხმათა 1,7% მიიღო, საკუთარ ქვეყანაში არაფრით გამორჩეული და ჭიჭეს დონის პოლიტიკოსი ზოგიერთი ქართველისთვის მეტრად და მისაბაძ ადამიანად იქცა – სწორედ ეს არის ეროვნული ტრაგედია