“ამიტომ, ბევრი ნანუკა ყველა სფეროში!”

“Nanuka Kajaia ბოსტონში გავიცანი. სამი დღით იყო ჰარვარდში ჩამოსული, სიუჟეტების გასაკეთებლად.
სიუჟეტები სულ ხუთწუთიანი ჰქონდა, მაგრამ დილიდან ღამემდე მუშაობდა.
ასე მგონია, ერთწუთიანები რომ ყოფილიყო, მაინც ამდენს იმუშავებდა, რადგან ვორკოჰოლიკ “მანიაკებს” სხვანაირად არ შეუძლიათ.
მეორე თუ მესამე დღეა, გვიანი საღამოა და დაპატიჟებულები ვართ კარგ რესტორანში, გადასარევ საზოგადოებასთან ერთად – თვალს, ყურს და კუჭს ერთად რომ უხარიათ. კაი დაღლილები ვართ და ვიმსახურებთ დასვენებას. შემდეგი დილიდან ისევ შრომა გველოდება.
არაო, ახლა რაც გადავიღე ეგ კადრები მაქვს დასამონტაჟებელი, თბილისში გადასაგზავნი და მთელი ღამე უნდა ვიმუშაოო.
მეთქი ეს ვინაა და რა უნდა?! რანაირადაა ასეთი?!
ნოდარი (მელაძე) მომკლავსო… არადა, აშკარად ჩანდა, ნოდარი საერთოდ არ ყოფილა მიზეზი. ძალიან უყვარს რასაც აკეთებს და ძალიან პასუხისმგებლიანია.
ეს ორი თვისება კი ყველა წარმატებული სახელმწიფოს და საზოგადოების წარმატების საწინდარია. ამიტომ, ბევრი ნანუკა ყველა სფეროში!
ტანკსაწინააღმდეგო ჭურვ ჯაველინს ეძახიან “გაუშვი და დაივიწყე”, რადგან ის თვითონ პოულობს სამიზნეს, აღარ სჭირდება კონტროლი. მშურს ნოდარ მელაძის, რომელსაც ასეთი “ჯაველინი” ჰყავს.
მარტო ტიტუშკებს არ დასდევს ასე. არც მეგობრულ რესპონდენტებს ინდობს. ყოველთვის სასიამოვნოა მისთვის ინტერვიუს მიცემა, მაგრამ ხანდახან ხომ არის, რომ ქალაქში არ ხარ, მართლა არ გცალია, ორივე ფეხი “მოტეხილი” გაქვს ან რამე ასეთი. ნანუკა რომ დაგირეკავს იცი რომ ვერსად გაექცევი – მეგობრული “ბექა”-დან ფორმალურ “ბატონო ბექა”-ზე თუ გადავიდა, იცი რომ ჩაირთვება და აღარ გაჩერდება, უნდა დანებდე და იპოვო გზა ინტერვიუს მისაცემად:))))
ადამიანის ქებაში ძალიან სიტყვაძუნწი ვარ, მაგრამ ერთი წელია გიყურებთ და არ შემეძლო არ მეთქვა, ჩემო “ქალბატონო ნანა” ❤
პ.ს. აღმაფრთოვანებს გამბედაობა და შემართება, მაგრამ თავს გაუფრთხილდი, საქმე გვაქვს პირუტყვებთან და გარეწრებთან,” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, ისტორიის დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ბექა .