ამიერიდან თუ მხარს დაგვიჭერს ვინმე, ჯერ ვიკითხავთ ხოლმე ამისთვის მადლობა რამე უხერხულობას ან პრობლემას ხომ არ შეუქმნით და ამის შემდეგ გადავუხდით მადლობას

ამიერიდან თუ მხარს დაგვიჭერს ვინმე, ჯერ ვიკითხავთ ხოლმე ამისთვის მადლობა რამე უხერხულობას ან პრობლემას ხომ არ შეუქმნით და ამის შემდეგ გადავუხდით მადლობას
თქვენ იცით, რომ მათ შორის ღია წყაროებში ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ უნგრეთი, და სხვა ქვეყნები უჭერდნენ მხარს საქართველოს. მაშინ უნდა გვითხრან ეს სხვა ქვეყნები რომლებია. თუ არა ეს სამი ქვეყანა, მაშინ რომელი სხვა ქვეყანა? ვიღაცამ უნდა გაბედოს და დაასახელოს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ესპანეთის, რუმინეთის და იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროების განცხადებებთან დაკავშირებით.
მისივე თქმით, რუმინეთი დასახელებული იყო „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის განცხადებაში, რომლის ინფორმაციებიც ყოველთვის დასტურდება, მაგრამ ამ შემთხვევაში რუმინეთმა უარყო.
„მაგალითად ლუქსემბურგზეც იყო საუბარი და რადგან ჩვენ ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, უტყუარად არ გვიდასტურდებოდა ლუქსემბურგი, ირაკლი ს საერთოდ არ უხსენებია.
მიუხედავად იმისა, რომ ღია წყაროებშია მოხსენიებული. მათ შორის ღია წყაროებშია მოხსენიებული დავუშვათ რუმინეთიც. წარმოიდგინეთ იოზვიაკი, რომელიც ყოველთვის წინსწრებით ავრცელებს ხოლმე განცხადებას, ეს არის ამერიკული ორგანიზაციის წარმომადგენელი, ბიუროს ხელმძღვანელი თუ რედაქტორი ევროპაში, ყოველთვის წინსწრებით ავრცელებს ხოლმე ინფორმაციას, რაც შემდეგ ყოველთვის დასტურდება.
მათ შორის მის განცხადებაში, მის ინფორმაციაში ნახსენები იყო რუმინეთი. რატომ მოხდა ისე, რომ იოზვიაკის განცხადებაში იყო რუმინეთი ნახსენები, შემდეგ რუმინეთმა მყისვე, როგორც იტყვიან, უარყო ეს ინფორმაცია. ანუ რა ხდება ისეთი, რომ ან იოაზვიაკი იტყუება დაუშვათ, ან რაღაც სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე“, – განაცხადა მდინარაძემ.
მანვე ნახევრად ხუმრობით აღნიშნა, რომ ამიერიდან თუ მხარს დაუჭერს ვინმე საქართველოს ჯერ იკითხავენ მადლობა რამე უხერხულობას ან პრობლემას ხომ არ შეუქმნით და ამის შემდეგ გადაუხდიან მადლობას.
„ჩვენ აღარ ჩავაყენებთ უხერხულ მდგომარეობაში არავის, ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მაინც უნდა ითქვას. ამიერიდან თუ მხარს დაგვიჭერს ვინმე, ჯერ ვიკითხავთ ხოლმე ამისთვის მადლობა რამე უხერხულობას ან პრობლემას ხომ არ შეუქმნით და ამის შემდეგ გადავუხდით მადლობას, მაგრამ ყველა შემთხვევაში ყველას მადლობა, ვინც ჩვენ მხარი დაგვიჭირა და როგორც ვრცელდება ინფორმაცია, ეს იყო ორზე მეტი ქვეყანა. მაგრამ უხერხულობაში აღარ შევიდეთ და ამის გარდა ვთქვათ ისიც, რომ რუმინეთი, რომელსაც რა აკადრეს და როგორ გააუქმებინეს მისი პირველივე ტურში მის საკონსტიტუციო სასამართლოს, რისი მცდელობაც საქართველოშიც იყო, ალბათ ამ მხრივაც ვერ არის მთლად კარგ მდგომარეობაში. ჩვენ ნებისმიერ შემთხვევაში მადლიერები ვიქნებით დახურულ თუ ღია სხდომაზე თუკი მხარდაჭერა იქნება მისგან, იმის მიუხედავად ამ შემთხვევაში იყო თუ არ იყო და ყველა შემთხვევაში უნდა ვთქვათ, რომ ევრობიუროკრატია დღეს მთლად კარგ ფორმაში არც ერთი და არც მეორე გაგებით არ არის.
ბრიუსელში ბიუროკრატები ცუდ რაღაცებს აკეთებენ ფაქტია. ჩვენთვის აკეთებენ ცუდ რაღაცებს. ისინი ეწინააღმდეგებიან საქართველოს ევროინტეგრაციას ძალიან უხეში ფორმებით. წარმოიდგინეთ, არ ვიცი რამხელა იყო ინტერვალი, მაგრამ ერთი საათის განმავლობაში სამი საკმაოდ ძლიერი ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროებმა ერთმანეთის მიყოლებით გამოაქვეყნეს ასე კოორდინირებულად ასეთი განცხადებები. მე მგონი დასკვნის გამოტანა მარტივია და მეტ სიღრმეში აღარ შევალ“, – განაცხადა მ.