ამერიკელი ელჩების პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ადათ-წესები არ იციან – ისინი ჩვენში მაქსიმუმ იმ პაპუასებს ხედავენ, რომლებსაც განადგურების წინ ცოლ-შვილს გაუუპატიურებენ, ხოლო ტომის “ბედნიერ” ბელადს ცარიელი ბოთლით დაასაჩუქრებენ

ამერიკელი ელჩების პრობლემა ის კი არ არის, რომ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ადათ-წესები არ იციან – ისინი ჩვენში მაქსიმუმ იმ პაპუასებს ხედავენ, რომლებსაც განადგურების წინ ცოლ-შვილს გაუუპატიურებენ, ხოლო ტომის “ბედნიერ” ბელადს ცარიელი ბოთლით დაასაჩუქრებენ
-ს ელჩმა როგორც იქნა ახსნა, თუ რატომ გააუქმეს ამერიკაში მყოფი ირაკლი კობახიძისთვის ოფიციალურ ვახშამზე მოსაწვევი. თურმე 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამერიკის ელჩი “წითელ ხაზებს უახლოვდება. ეს გზავნილი კი ვაშინგტონმა პირდაპირ მუქარად მიიღო და არასასურველ სტუმართა სიაში შეიყვანა“ – წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
მისივე თქმით, ამერიკელებისთვის უზრდელობა და უხამსობა – ამერიკული ტრადიციული ქცევის კოდექსია.
„პრინციპში რატომ გვიკვირს. 2026 წელს აშშ-ს აქვს მრგვალი თარიღი – დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ რაღაც 250 წელი. მათ შორის – ამერიკელი აბორიგენებისაგან მიღწეული დამოუკიდებლობის. ქვეყანაში, სადაც მე-19 საუკუნის გმირის, გენერალ შერიდანის ცხოვრებისეული კრედო იყო: “კარგი ინდოელი – მკვდარი ინდოელი” – ვაჟა-ფშაველას “სტუმარ-მასპინძელზე” საუბარი, მგლის თავზე სახარების კითხვის ტოლფასი ქმედებაა.
როგორ გინდა იმ ქვეყნის შვილს, სადაც სტუმრებმა მასპინძლები ფიზიკურად ამოხოცეს – საქართველოს 30-საუკუნოვან ისტორიაზე ესაუბრო. ყოველთვის ვიძახდი, ამერიკელი ელჩების ძირითადი პრობლემა ის კი არ არის, რომ მათ ჩვენი ქვეყნის ისტორია და ადათ-წესები არ იციან. ჩვენი ისტორია და ტრადიციები აპრიორი მიუღებელია მათთვის. ისინი ჩვენში მაქსიმუმ იმ პაპუასებს ხედავენ, რომლებსაც განადგურების წინ ცოლ-შვილს გაუუპატიურებენ, ხოლო ტომის “ბედნიერ” ბელადს ცარიელი ბოთლით დაასაჩუქრებენ.
აშშ-ს ელჩმა როგორც იქნა ახსნა, თუ რატომ გააუქმეს ამერიკაში მყოფი ირაკლი კობახიძისთვის ოფიციალურ ვახშამზე მოსაწვევი. თურმე 17 სექტემბერს გაკეთებულ განცხადებაში, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თქვა, რომ ამერიკის ელჩი “წითელ ხაზებს უახლოვდება”. ეს გზავნილი კი ვაშინგტონმა პირდაპირ მუქარად მიიღო და კობახიძე არასასურველ სტუმართა სიაში შეიყვანა. რა სტუმარ-მასპინძლობა, მათთვის ეს უზრდელობა და უხამსობა – ამერიკული ტრადიციული ქცევის კოდექსს წარმოადგენს. წარმომიდგენია, როგორ ვეზიზღებით ჩვენც და ჩვენი მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებიც. მოუწევთ მათთან შეგუება – არაბების, მონღოლების, ოსმალების, რუსების მსგავსად,“ – წერს დავით ქართველიშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

პრეზიდენტი გასულია როგორც კონსტიტუციიდან, ისე საარჩევნო სამართლის მოთხოვნებიდან, ჩართულია საარჩევნო კამპანიაში, დადის საზღვარგარეთ და ჩვენს შიდა პოლიტიკურ მოწყობას ათანხმებს უცხო ქვეყნების ლიდერებთან

საზოგადოებრივ მაუწყებელში დაიწყო ქართული ტელე და რადიო მაუწყებლობის ისტორია, აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივ მაუწყებელს აქვს და ყოველთვის ექნება განსაკუთრებული დატვირთვა ჩვენი ქვეყნისთვის