ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა

ქართველმა სპორტსმენებმა გასულ უქმეებზე მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს, მაგალითად საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები “კარპატების თასი” მოიგო, ძიუდოში კი 23-წლამდელთა ნაკრებმა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაში ევროპის ჩემპიონატი ზედიზედ მეორედ მოიგეს, თანაც ფინალში საფრანგეთის ნაკრები დაამარცხეს. გვასახელეს ახალგაზრდა ძალოსნებმაც, რომლებმაც ევროპის 20-წლამდელთა ჩემპიონატზე შესანიშნავი შედეგი აჩვენეს. რა თქმა უნდა, გვერდს ვერც ფეხბურთელების წარმატებულ ასპარეზობას ავუვლით. წარმოგიდგენთ უიკენდის მნიშვნელოვან ამბებს, რომლებიც შესაძლოა გამოგრჩათ.
ახალგაზრდა ძალოსნების ტრიუმფი ევროპის ჩემპიონატზე
ალბანეთში U20 ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე 94 კგ. წონით კატეგორიაში გოგა ჯაჯვანმა და გერვასი თაბაგარმა, 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში კი ლევან ოჩიგავამ წარმატებით იასპარეზეს. ჯაჯვანმა ატაცში 149/166 კილოგრამი დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის რეკორდის დამყარებაც შეძლო. მან აკვრაში დაძლეული 193/197 კილოგრამით კიდევ ერთი ოქროს მედალი გაიმეორა და კვლავ ევროპის რეკორდსმენი გახდა, ხოლო კიდევ ერთი ოქროს მედალი ორჭიდში მოგროვილი 363 კილოგრამით დაისაკუთრა და კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა. თაბაგარმა ატაცში 138/153 კგ. დაძლია და მე-5 ადგილი ერგო, თუმცა აკვრაში უკეთ იასპარეზა და 190/196 კილოგრამით ვერცხლის მედალი დაისაკუთრა. ორჭიდში მოგროვილი 349 კილოგრამით მე-4 ადგილი დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მანაც შეძლო ევროპის რეკორდის დამყარება. 88 კილოგრამ წონით კატეგორიაში ოჩიგავამ აკვრაშიც და ატაცშიც ოქრო აიღო და ორჭიდში დამსახურებული ჩემპიონობა იზეიმა. ატაცში 148/154 კგ. დაძლია, ოქროს მედალი მოიპოვა და ევროპის ჩემპიონის ტიტულთან ერთად ევროპის რეკორდსმენის ტიტულიც გაიფორმა. აკვრაში დაძლეული 191 კილოგრამთ კიდევ 1 ოქროს მედალი მოიპოვა და კვლავ ევროპის რეკორდი დაამყარა. ასევე სარეკორდო აღმოჩნდა ორჭიდში მოგროვილი 345 კილოგრამიც და მკერდი მესამე ოქროს მედლით დაიმშვენა.
6 მედალი ძიუდოს 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატიდან და გუნდურ შეჯიბრებაში ზედიზედ მეორედ მოპოვებული ოქრო
მოლდოვაში მიმდინარე ევროპის 23-წლამდელთა ჩემპიონატზე ძიუდოში 90 კგ წონით კატეგორიაში გიორგი ჯაბნიაშვილმა ოქროს მედალი მოიპოვა. მან ნახევარფინალში აზერბაიჯანელი კოცოევი დაამარცხა და ფინალში მოლდოველ ლატიშევს სძლია.გიორგიმ მეტოქე დამატებით დროში, კონტრილეთით დაამარცხა. ამავე ტურნირზე 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში კოტე კაპანაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა, მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ბერძენი არის ზარაგკასი დაამარცხა. ამ წონაში ჩემპიონი იტალიელი მანუელ პარლატი გახდა. საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 6 მედლით დაასრულა: 1 ოქრო, 2 ვერცხლი და 3 ბრინჯაო. ფინალები მათე გოგობერიშვილმა (-60 კგ) და მათე ბერუაშვილმა (-73 კგ) დათმეს. ბრინჯაოს მედლებს კი კოტე კაპანაძე (-81 კგ), შალვა გურეშიძე (+100 კგ) და ნინო ლოლაძე დაეუფლნენ (-57 კგ).
საქართველოს ახალგაზრდა ძიუდოისტთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა შერეულ გუნდურ შეჯიბრებაშიც, ჯერ მეოთხედფინალში რუმინეთს (4:2), ნახევარფინალში თურქეთს (4:1), ფინალში კი საფრანგეთს (4:3) სძლია. გადამწყვეტი გამარჯვება იპონით გიორგი ტერაშვილმა მოიპოვა. ჩვენმა გუნდმა შემდეგი შემადგენლობით იასპარეზა: ნინო ლოლაძე (57 კგ), ნინო წიკლაური (70 კგ), ლიზი ქვარცხაცა (+70 კგ), გიორგი ტერაშვილი (73 კგ), გიორგი ჯაბნიაშვილი (90 კგ), შალვა გურეშიძე (+90 კგ). ინდივიდუალურ ტურნირზე გიორგი ჯაბნიაშვილმა ოქროს, მათე გოგობერიშვილმა და მათე ბერუაშვილმა ვერცხლის, ხოლო კოტე კაპანაძემ, შალვა გურეშიძემ და ნინო ლოლაძემ ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
იტალიის ქალაქ გალიპოლიში ჭადრაკში სენიორთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი დასრულდა.ბოლო ტურში +65 ასაკობრივ ჯგუფში მოასპარეზე ნონა გაფრინდაშვილმა ყაიმით დაასრულა შეხვედრა გერმანელ ანეტ ვაგნერ მიხელთან და 11 შესაძლებლობიდან დაგროვილი 7,5 ქულით მეორე-მეოთხე ადგილები გაიყო და ბერძენ მარინა მაკროპოლოსთან და ფიდეს სახელი მოასპარეზე რუს ლარისა ხროპოვასთან ერთად. კოეფიციენტთა ცხრილით ვერცხლის მედლის მფლობელი ბერძენი მოჭადრაკე გახდა.ლეგენდარულმა ნონა გაფრინდაშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
“მამარდას” პირველი მშრალი მატჩი პრემიერლიგაში – “ლივერპულის” წარუმატებელი სერია შეწყდა
პრემიერლიგის მეათე ტურში “ლივერპულმა” საკუთარ მოედანზე “ასტონ ვილას” 2:0 მოუგო – გიორგი მამარდაშვილმა პირველად შეინახა მერსისაიდულ გუნდში “კარი მშრალად”. გიორგიმ “მერსისაიდელები” გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა, განსაკუთრებით აღსანიშნავი მეტი ქეშის დარტყმის შემდეგ ქართველი მეკარის მოგერიებული ბურთი აღმოჩნდა, რის შემდეგაც “ლივერპული” უკეთესი გახდა და ბირმინგემელებს ორი უპასუხო გოლი გაუტანა. გარდა კარის ხაზზე კარგი თამაშისა, “მამარდა” ფეხითაც დამაჯერებელი იყო. მისი 19 პასიდან 15 ზუსტი აღმოჩნდა (79%), 4 არაზუსტი გადაცემა კი მეტოქის ნახევარზე ჰქონდა. Whoscored-მა გიორგის თამაში 7.1 ბალით შეაფასა, Sofascore-მა და Flashscore-მა კი 7.2-ით.
ხვიჩას მორიგი შედეგიანი მოქმედება ლიგა 1-ში
ლიგა 1-ის მეთერთმეტე ტურში პსჟ-მ საკუთარ მოედანზე “ნიცა” 1:0 დაამარცხა. მატჩი დაძაბული გამოდგა და ყველაფერი შეხვედრის ბოლო წუთებზე გადაწყდა, როდესაც კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი ხვიჩამ თავით რამუშისკენ გადაგზავნა, ამ უკანასკნელმა კი გოლის გატანა მოახერხა და პსჟ-მ საფრანგეთის ჩემპიონატში მორიგი გამარჯვება იზეიმა. რა თქმა უნდა, პარიზელთა ყურადღება ჩემპიონთა ლიგისკენ გადაინაცვლებს, სადაც 4 ოქტომბერს, მიუნხენის “ბაიერნს” დაუპირისპირდებიან.
დავითაშვილის მორიგი გოლი ლიგა 2-ში
ლიგა 2-ის მეცამეტე ტურში “სენტ-ეტიენი” გასვლაზე “რედ სტართან” 1:2 დამარცხდა. “მწვანეების” რიგებში ზურიკო დავითაშვილმა ულამაზესი საჯარიმო დარტყმით მეტოქესთან სხვაობა შეამცირა, მაგრამ დარჩენილ დროში “სენტ ეტიენმა” გათანაბრება ვეღარ მოახერხა. ზურიკოს გუნდი ამ მომენტისთვის 23 ქულით მესამე ადგილზეა და 8 ნოემბერს “ტრუას” ესტუმრება.
აბუაშვილის სადებიუტო გოლი საფრანგეთში
ლიგა 1-ის მეთერთმეტე ტურში “მეცმა” გასვლაზე “ნანტი” 2:0 დაამარცხა. სტუმართა გუნდში გიორგი წიტაიშვილი სასტარტოში იყო და 78-ე წუთზე გიორგი აბუაშვილმა შეცვალა, რომელმაც მეტოქის რიგებში არეულობით ისარგებლა და სადებიუტო გოლი გაიტანა. ბოლოს მასპინძელთა კარი ჰაბიბ დიალომ დალაშქრა და “მეცმა” ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. “მეცი” 8 ქულით ბოლოსწინა, მეჩვიდმეტე ადგილზეა და 9 ნოემბერს “ნიცას” უმასპინძლებს.
[VIDEO] შერმადინის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა – “ტენერიფე” “ბასკონიასთან” დამარცხდა
[VIDEO] აბუაშვილის სადებიუტო გოლი საფრანგეთში – “მეცმა” ზედიზედ მეორედ გაიმარჯვა
ხვიჩას სარეკორდო მოქმედება, შვება და ლუის ენრიკეს ქათინაური – “ეკიპი” მაინც თავისას ამტკიცებს
რით არ ჰგავს ხვიჩა სხვა ქართველ ფეხბურთელებს? – ნონა გაფრინდაშვილი “კვარასა” და საქართველოს ნაკრებზე
“ქალბატონო ნონა, პირველ რიგში, თქვენთვის მადლობის გადახდა მსურდა” – ლეო მესიმ ნონა გაფრინდაშვილს არგენტინის ნაკრების მაისური გამოუგზავნა [VIDEO]
“მადლობა საჩუქრისთვის” – რა კადრებს აქვეყნებს ? [PHOTO]
ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას კიდევ ერთხელ შეეცდება
[VIDEO] 6:0. ზურიკომ გაიტანა და თან როგორი გაიტანა!
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და “მეცის” მოულოდნელი გამარჯვება “ლანსთან”
თურქული გრანდი დავითაშვილის შესაძენად ფულს არ დაზოგავს
[VIDEO] 0:3. ესეც მამარდაშვილის ბრალია? – “ლივერპული” თასიდან “კრისტალ პალასმა” გამოაგდო
“ვერც კი წარმოიდგენთ, ალისონი ისე გვჭირდება” – “ლივერპულის” ყოფილმა ფეხბურთელმა ბრაზილიელ მეკარეზე ისაუბრა
“კვარა” დაიწყებს – ქართველების დღე გამორჩეულ ლიგებში
წიტაიშვილი შეცვლაზე და “მეცის” მარცხი “მარსელთან”
L'Équipe: გადაღლილი კვარაცხელია ლიგა 1-ში თავს ზოგავს, ჩემპიონთა ლიგაზე კი შესანიშნავად თამაშობს – საეჭვოა ეს ლუის ენრიკეს მოეწონოს
“დღეს კვარაცხელიას შეიძლება პსჟ-ს წინააღმდეგ ეთამაშა” – ფრანგული გამოცემა არშემდგარი ტრანსფერის დეტალებს ახმოვანებს
[VIDEO] დავითაშვილმა დუბლი შეასრულა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა
დავითაშვილის “სენტ-ეტიენმა” შინ მარცხი განიცადა
დარეჯან კვარაცხელია ნონა გაფრინდაშვილის ნეაპოლურ ვიზიტზე საუბრობს
წიტაიშვილი და აბუაშვილი შეცვლაზე და “მეცის” ფრე “ჰავრთან”
დავითაშვილის კაცნაკლული “სენტ-ეტიენი” “ანსისთან” განადგურდა
აბუაშვილის და წიტაიშვილის “მეცმა” მორიგი მარცხი განიცადა
სენიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე ნონა გაფრინდაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
ორივე ქართველი სასტარტოში და “მეცის” მორიგი წაგება