“ბარსელონას” სპორტული დირექტორი დეკუ ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრას გამოეხმაურა. მოგეხსენებათ, “ბლაუგრანას” მეტოქე მერვედფინალში “ნაპოლი” იქნება.
“ნაპოლისთან” თამაში იოლი არ იქნება, მათ ხომ გასულ წელს “სკუდეტო” მოიგეს. ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში სუსტი გუნდები ვერ ვხვდებიან. გაგვიმართლა თუ არა წილისყრაში? ამაზე პასუხის გაცემა გამიჭირდება.
გასულ ტურში “ვალენსიასთან” შესანიშნავად ვითამაშეთ, მაგრამ გამარჯვება ვერ მოვიპოვეთ. “ნაპოლისთან” მატჩამდე დიდი დროა დარჩენილი, ამიტომ ჯერ იტალიურ გუნდთან დაპირისპირებაზე არ ვფიქრობთ”, – განაცხადა დეკუმ.
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური მატჩების ჩატარების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.