ალიევი: სამხრეთ კავკასიის რეგიონში მტრობის დასრულების დრო დადგა

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიიჩნევს, რომ სომხეთთან მშვიდობა ისე ახლოსაა, როგორც ადრე არასდროს ყოფილა. აზერბაიჯანული სააგენტო „ტრენდის“ ინფორმაციით, ამის შესახებ ალიევმა დღეს, 14 მარტს, განაცხადა ბაქოში მიმდინარე გლობალურ ფორუმზე „დამსხვრეული მსოფლიოს აღდგენა“.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის თანახმად, სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობის ისტორიაში მშვიდობა ასე ახლოს არასდროს ყოფილა და ეს ყარაბაღის საკითხის დახურვის შედეგია. ალიევის თქმით, აზერბაიჯანი მზად არის სომხეთთან სამშვიდობო პროცესის გასაგრძელებლად და უკვე განახლდა შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ისტორიული სამართლიანობა და საერთაშორისო სამართალი აღადგინეს, რეგიონში მტრობის დასრულების დრო დადგა. ალიევის შეფასებით, აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით გამოწვეულ სერიოზულ გეოპოლიტიკურ ცვლილებას გაცილებით ფართო დადებითი შედეგები ექნება ერთი შეხედვით მოუგვარებელი კონფლიქტების გადასაწყვეტად.
2023 წლის 19-20 სექტემბერს ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა კონტროლი დაიბრუნა 90-იან წლებში დაკარგულ მთიან ყარაბაღზე და აღდგენილად გამოაცხადა საკუთარი სუვერენიტეტი. ამას მოჰყვა ადგილობრივი სომეხი მოსახლეობისგან რეგიონის დაცლა.
მთიან ყარაბაღზე კონტროლის დამყარების პარალელურად, აზერბაიჯანი და სომხეთი სამშვიდობო შეთანხმებაზე მუშაობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან სანიკიძე – გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმის აღძვრა სამშობლოს ღალატის მუხლით, ეს არის პოლიტიკური ანგარიშსწორება, რომელიც დაკავშირებულია იმასთან, რომ გიორგი ბარამიძე ძებნაზე ჰყავს რუსეთს

თამარ ჩერგოლეიშვილი: უპასუხისმგებლო ბოდვას რომ სამშობლოს ღალატის მუხლი უდგებოდეს, რა ციხე გვეყოფოდა. ასრიალდნენ სიმონიანზე, აგინებინეს ნახევარ საქართველოს და ახლა ბარამიძის დაჭერით აბალანსებენ