ალექსეი ნავალნი მოსკოვში დაკრძალეს

რუსი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი მოსკოვში, ბორისოვის სასაფლაოზე დაკრძალეს. მისი დაკრძალვის ცერემონიას ასობით ადამიანი დაესწრო. „არ დაგივიწყებთ!“ „გვაპატიე!“ – ისმოდა შეძახილები, როდესაც მოქალაქეები მის კუბოს მიაცილებდნენ.
„მედიაზონას“ ინფორმაციით, ბორისოვის სასაფლაოსკენ მიმავალი ხალხი სკანდირებდა : „ პუტინის გარეშე“, „არა ომს“ და „სიყვარული შიშზე ძლიერია“.
ნავალნის დაკრძალვამდე, ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში პანაშვიდი გაიმართა. მოქალაქეები პოლიტიკოსს ემშვიდობებოდნენ და მის მშობლებს, ლუდმილა ნავალნაიას და ანატოლი ნავალნის უსამძიმრებდნენ. ადამიანები ნავალნის დედას მადლობას უხდიდნენ.
დაკრძალვის ცერემონიას დაესწრნენ უცხოელი დიპლომატებიც, მათ შორის საფრანგეთის ელჩი რუსეთში პიერ ლევი და -ის ელჩი რუსეთში ლინ ტრეისი.
იამალო-ნენეცის ავტონომიური ოლქის კოლონიაში 16 თებერვალს გარდაიცვალა. რუსეთის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მტკიცებით, ნავალნიმ თავი ცუდად იგრძნო და გონება დაკარგა, რის შემდეგაც მედიკოსებმა მის გადასარჩენად რეანიმაციული ღონისძიებები განახორციელეს, მაგრამ უშედეგოდ. ალექსეი ნავალნის ცხედარი დედას 24 თებერვალს გადასცეს.