ალექსეი ნავალნის დაბადების დღეს რუსეთსა და უცხოეთში მიმდინარეობს მისი ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები

ოპოზიციონერ ს დღეს 48 წელი შეუსრულდებოდა. ის ს ჩრდილოეთში მდებარე კოლონიაში გარდაიცვალა 2024 წლის 16 თებერვალს. ნავალნის თანამებრძოლები მიიჩნევენ, რომ ის მოკლულია. ხელისუფლება ამტკიცებს, რომ მისი სიკვდილი ბუნებრივი მიზეზებით იყო გამოწვეული.
უცხოეთის რამდენიმე ქალაქში რუსმა აქტივისტებმა 4 ივნისს ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქციები გამართეს. 1 მარტს ნავალნის მოსკოვში დაკრძალვა რუსეთის ხელისუფლებისადმი დაპირისპირების ყველაზე დიდი დემონსტრაცია იყო ში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ.
ბერლინში პოლიტიკოსის თანამებრძოლები 4 ივნისს საღამოს აწყობენ მისი ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს სახელწოდებით „გამარჯობა, ეს ნავალნია“. „ერთ სცენაზე შეიკრიბებიან არტისტები, რომლებიც ეწინააღმდეგებიან ომს და დიქტატურას რუსეთში: ‘ანგელი', ‘კასტა', Noize MC, ‘პორნოფილმი'“ – ნათქვამია ცნობაში. როგორც იტყობინებიან, ბილეთების გაყიდვით შესული თანხა პოლიტპატიმრების მხარდაჭერას მოხმარდება.
რუსეთის ხელისუფლებამ ნავალნის მიერ შექმნილი სტრუქტურები ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა, მის თანამებრძოლებს სდევნიან. იტყობინებიან, რომ ზოგიერთ ქალაქში ხელისუფლება ნავალნის ხსოვნისადმი მიძღვნილი სტიქიური აქციებისთვის ემზადება. კერძოდ, ნოვოსიბირსკში პოლიციამ შემოღობა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა ძეგლი, სადაც ნავალნის სიკვდილის შემდეგ სტიქიური მემორიალი გაჩნდა. ტელეგრამის არხების ცნობით, სიკტივკარში, პერმსა და ბერეზნიკიში პოლიციამ ნავალნის დაბადების დღის წინა დღეს აქტივისტებს ჩამოუარა სახლებში.
მოსკოვში ხალხს ყვავილები მიაქვს ნავალნის საფლავზე ბორისოვოს სასაფლაოზე. სასაფლაოზე მივიდნენ ასევე ნავალნისა და ოპოზიციონერ ილია იაშინის მშობლები. ნავალნის მეგობარი იაშინი ამჟამად კოლონიაში იმყოფება.
როგორც DOXA წერს, ზოგიერთ ქალაქში, კერძოდ ვლადივოსტოკში, იოშკარ-ოლასა და სამარაში ხალხს ყვავილები მიაქვს იმ ადგილებზე, სადაც თებერვალში სტიქიური მემორიალები გაჩნდა.
ნავალნის ნაცნობები და მეგობრები, პოლიტიკური აქტივისტები, ჟურნალისტები და საზოგადო მოღვაწეები სოცქსელებში იხსენებენ თავიანთ შეხვედრებს მასთან, აქვეყნებენ ფოტოებს.

ასევე დაგაინტერესებთ