ალექსანდრე ქანთარია: ჩემთვის როგორც სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, საზოგადოების ერთი ნაწილის სოლიდარობის ნიშნად, სახელმწიფო თეატრის გაფიცვა

მივმართავ ჩვენს ერთგულ მაყურებელს. ქვეყანაში შექმნილ ბოლო დროინდელ სამწუხარო პროცესებზე, მე როგორც საქართველოს რიგით მოქალაქეს, მაქვს ჩემი მყარი პოზიცია, რომელსაც დავაფიქსირებ არა თეატრის გვერდზე, არამედ სხვა საჯარო სივრცეში. ისევე როგორც ჩვენ მსახიობებს და თანამშრომლებს შეუძლიათ, მშვიდობიანად პირადი პასუხისგებლობის ქვეშ, თეატრის გარეთ გამოხატონ საკუთარი შეხედულებები. რაც შეეხება თეატრს და ჩვენ მაყურებელს, ის არასდროს არის ერთგვაროვანი და ერთი პოლიტიკური გემოვნების მქონე.
ჩვენთვის ყველა ძვირფასია განურჩევლად მათი პოლიტიკური მრწამსისა და შეხედულების, ამიტომ ჩემთვის როგორც სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელისთვის, კატეგორიულად მიუღებელია, საზოგადოების ერთი ნაწილის სოლიდარობის ნიშნად, სახელმწიფო თეატრის გაფიცვა, რაც ჩემი აზრით არის იმ საზოგადოების უპატივცემულობა ვისაც სურს სპექტაკლების ნახვა, ან რამდენ ხანს უნდა გავიფიცოთ და რატომ? როგორც ამას სოციალური ქსელებიდან ზოგიერთი ჩვენი ,,მოყვარე” მიგვანიშნებს. რამდენიმე წლის წინ ე.წ. ყვითელჟილეტიანები არბევდნენ პარიზის უბნებს, მაგრამ თეატრებს არ შეუჩერებიათ წარმოდგენები. იგივე იყო თანამედროვე ევროპის სხვა ქვეყნებშიც, მაგალითების მოყვანა შორს წაგვიყვანს. სპექტაკლების შეჩერება მხოლოდ მაშინ არის მიზანშეწონილი, როცა საზოგადოების ე.ი. თქვენი ინტერესი არ არის, ან და ისეთი საგანგებო ვითარებაა შექმნილი, რომ სიტუაციიდან გამომდინარე მაყურებლის თეატრში მისვლა ხიფათის შემცველია. ამდენად ს სახელმწიფო დრამატული თეატრი, სანამ მაყურებლის ინტერესია დაესწროს წარმოდგენებს და ეს ინტერესი არ კლებულობს, ვალდებულებულია გააგრძელოს, საზოგადოების ე.ი. თქვენ სამსახურში ყოფნა.
ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ალექსანდრე ქანთარია.