ალეკო ელისაშვილი – როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ წერას არიან აყოლილები – ერთხელ დააბიჯეს ფოცხს ფეხი და ტარი თავში მოირტყეს

„ქართულ ოცნებას” როგორც ჩანს, გვერდები ეფხანება და წერას არიან აყოლილები, – ამის შესახებ პარტია “მოქალაქეების” ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.
ელისაშვილის თქმით, ე.წ რუსული კანონის დაინიცირებას ძალიან მძიმე ამბავი მოჰყვება და მარტივად არ ჩაივლის.
„ქართულ ოცნებას” როგორც ჩანს, გვერდები ეფხანება და წერას არიან აყოლილები. ვერანაირი დასკვნა ვერ გამოიტანეს, წინა ამბიდან, როდესაც ცარიელ ადგილზე შექმნეს საბედისწერო პრობლემა.
ფოცხი არის ასეთი რამ – სასოფლო- სამეურნეო ნივთი და თუ გადმოტრიალებული გდია, რომ მიხვალ, მის კბილებს რომ დააბიჯო, თავში ტარი გხვდება. „ქართულმა ოცნებამ” ერთხელ დააბიჯა ამ ფოცხს და მოირტყა ტარი თავში, ახლა დაჟინებით მიდის, რომ კიდევ ერთხელ გასინჯოს კიდევ დარეტიანდება თუ არა.
ძალიან მძიმე ამბავი მოჰყვება ამას და არ ჩაივლის მარტივად. რატომ აკეთებენ ამას ცარიელ ადგილზე, რატომ ქმნიან ასეთ საბედისწერო ამბავს? ამ ამბავს კარგი არაფერი მოჰყვება.
ეს კანონი შინაარსითა და სულისკვეთებით არის რუსული კანონი. არანაირი “ფარა” და არანაირი უცხოური გავლენის კანონები არაფერ შუაშია”,- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.
ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტში კვლავ დააინიცირებს.
ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ასევე დაგაინტერესებთ

“ადამიანობას კარგავთ, არ არსებობს რამე უფრო ძვირფასი, რაც შეიძლება სასწორის იქეთ პინაზე იდოს. ამოიღეთ ხმა. გადით ქუჩაში. იბრძოლეთ. ამ ბრძოლას ათასწლეულებია ვიგებთ. ადრე თუ გვიან, ახლაც მოვიგებთ. საკუთარ თავთან ბრძოლაში ნუ …”

გიორგი ბუტიკაშვილი – გახარია თუ გერმანიიდან აპირებს პარტიის მართვას და არჩევნებში შესვლას, არ ვიცი, მაგრამ ვფიქრობ, “ლელოც” მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, კარგად იციან და კვლევებიდანაც დაინახავდნენ, რომ შანსი არ აქვთ არც თბილისში და არც არსად