ნიდერლანდების ჩემპიონატის მეშვიდე ტურში „აიაქსი“ გასვლაზე „ვაალვიკს“ 3:2 ამარცხებდა, მაგრამ მატჩი 84-ე წუთზე მასპინძელთა მეკარის ეტიენ ვასენის მძიმე ტრავმის გამო შეწყდა.
საავადმყოფოში გადაყვანილი ვასენი გამოჯანმრთელდა, თამაში კი დღეს განახლდა და ანგარიში არ შეიცვალა – ამსტერდამულმა გუნდმა 3:2 მოიგო. შეხვედრის შემდეგ ვასენი “აიაქსის” თავდამსხმელ ბრიან ბრობის ესაუბრა, რომელთან შეჯახების შედეგადაც მიიღო ტრავმა.
“აიაქსის” თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა შორის დარჩა.
“აიაქსი” 21 ქულით მეექვსე ადგილზეა და 9 დეკემბერს “სპარტას” უმასპინძლებს.
![](https://news.ge/wp-content/uploads/2024/07/2024-07-24_14-05-45_153030-300x169.jpg)