ათენში ქართველმა ემიგრანტმა 14 ქართველ ქალს უჩივლა და დააჭერინა – ამჟამად ყველა გათავისუფლებულია

ქართველი ნონა ფანცხავას საჩივრის საფუძველზე ათენში 14 ქართველი ქალი დააკავეს. სპეცოპერაცია იმ საავადმყოფოში ჩატარდა, სადაც ემიგრანტები მუშაობდნენ. მომჩივანი სამართალდამცველებთან ამტკიცებდა, რომ ქალები კლინიკაში არალეგალურად იყვნენ დასაქმებულები.
თუმცა, მედიის ცნობით, სასამართლომ საჩივრის შინაარსი ვერ გაიგო, დაკავებული ქალები კი პატიმრობიდან გაათავისუფლა. აღმოჩნდა, რომ 14 დან 13 ქართველს ყველა საბუთი წესრიგში ჰქონდა, ერთს კი მხოლოდ ფულადი ჯარიმის გადახდა დაეკისრა.
ვიდეო – https://www.facebook.com/reel/993439918432563

ასევე დაგაინტერესებთ

ბადრი ჯაფარიძე – ჩვენ მოვახერხებთ, რომ ორპოლუსიანი პოლიტიკური ველი კი არ იყოს არჩევნების წინ, არამედ იყოს რამდენიმე პოლუსიანი – ამას მოვახერხებთ იმ შეთავაზებით, რომელსაც შევიმუშავებთ ჩვენს ამომრჩეველთან და საზოგადოებასთან ერთად

გიორგი ვაშაძე განათლების მინისტრს – ყველაზე მეტი მინისტრი განათლების სამინისტროში გამოიცვალა, ყველაზე მეტი ტყუილი დაპირება განათლების სამინისტროზე გაიცა – დღეს რომ გამოხვედით და ბევრი ახალი დაპირება გვითხარით, რატომ უნდა დაგიჯეროთ?

ქართული ახალი ამბების აგრეგატორი

Copyright © 2023 news.ge

Created in