აზერბაიჯანში აფეთქებას მსხვერპლი მოჰყვა – არიან დაშავებულები

აზერბაიჯანის დედაქალაქში ერთ-ერთ სახელოსნოში ძლიერი აფეთქება მოხდა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, დაღუპულია ორი ადამიანი, 20-ზე მეტი კი დაშავდა.
შემთხვევის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. რა გახდა აფეთქების მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.