ავტომობილის მინების უფრო დამუქებას შეძლებთ — ცვლილებები მინისტრის ბრძანებაში

ავტომობილის მინების დამუქების წესში ცვლილებები შევიდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, წინა გვერდითა მინის დამუქება, უწყების ნებართვის გარეშე, 60%-მდე იქნება შესაძლებელი. ცვლილება დღეიდან, 3 ივლისიდანაა ძალაში.
აქამდე მოქმედი წესით წინა გვერდითა მინების დამუქება, ნებართვის გარეშე, მხოლოდ 40%-მდე იყო შესაძლებელი.
ცვლილება არ შეხებია მძღოლის უკან მსხდომი მგზავრების მხარეს განთავსებულ გვერდითა მინებს. მათი დამუქება კვლავ 75%-მდე იქნება შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ფრიდრიხ მერცი – სამშაბათს ვაშინგტონში ტრამპს შევხვდები – მჭიდრო კონტაქტზე ვარ პარტნიორებთან ევროპაში, ისრაელსა და რეგიონში, ახლა არა თითის გაშვერის, არამედ ერთიანობისა და ერთობლივი მოქმედების დროა