ავტობუსში ქმრის მიერ მოკლული ქალის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში სხდომა გაიმართება

თბილისის სააპელაციო სასამართლოში, 30 ნოემბერს, ქმრის მიერ, ავტობუსში, 31 წლის ქალის მკვლელობის საქმის განხილვა გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქმეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, გიორგი კერატიშვილი, განიხილავს.
„სასტიკი დანაშაული გასული წლის მაისში, თბილისში, №323 ავტობუსში მოხდა, რა დროსაც ქმარმა, არასრულწლოვანი შვილების და სხვა მგზავრების თვალწინ, ქალს 27 ჭრილობა მიაყენა.
ახალგაზრდა ქალი ადგილზე გარდაიცვალა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2023 წლის 17 თებერვლის განაჩენით, განსაკუთრებული სისასტიკით, გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ქალის მიმართ მესაკუთრული დამოკიდებულებებისა და მამაკაცის დომინანტური როლის დემონსტრირების მიზნით ჩადენილ განზრახ მკვლელობაში 39 წლის მამაკაცი დამნაშავედ იქნა ცნობილი. საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ბრალდებულს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, როგორც საქმის პროკურორმა, ასევე მსჯავრდებული მამაკაცის ადვოკატმა.
პროკურორი ითხოვს, სასჯელის სახედ და ზომად, მსჯავრდებულისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის განსაზღვრას. სასჯელის ყველაზე მკაცრი ზომის გამოყენებას ეთანხმება ფემიციდის მსხვერპლის დედაც, რომლის ინტერესების დაცვაშიც „უფლებები საქართველო“ 2023 წლის მარტის ბოლოს ჩაერთო“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

გიგი წერეთელი – ავტოკრატიულ სისტემას ოპონენტებთან წითელი ხაზები აღარ აქვს, ამიტომ ბარამიძის დაპატიმრება მოსალოდნელი იყო – განსაკუთრებული პოლიტიკური სიბოროტე და იურიდიული აბსურდული ბრალდებაა, თითქოს მან საქართველოს „ღალატი“ ჩაიდინა

დავით ნიკურაძე: ამ სოფლის ორღობის ჭუჭრუტანიდან რომ გაიხედოთ, დაინახავთ, რომ ნორმალურ ქვეყნებში, გაბაპენტინს, წელის ტკივილზეც კი უწერს პაციენტს არათუ ნევროლოგი, ნებისმიერი ოჯახის ექიმი

ჯაბა ზარქუა: დადასტურდა აგენტ-პროვოკატორის ამბავი. თავდაცვის რეჟიმში მყოფი ექიმი კი პაციენტის დახმარების ნაცვლად იმაზე ფიქრობს რომ რამე შარში არ გაეხვეს. ამ მიდგომით პაციენტის დახმარება შეუძლებელია