ადამიანები, რომლებიც რწმენისა და სხვადასხვა ობიექტური გარემოების გამო ვერ იღებენ პირადობის ელექტრონულ მოწმობას, ასეთი პირადობები გაიცემა კონკრეტულ შემთხვევებში, განსაზღვრული ვადით – ანრი ოხანაშვილი

მომავალი წლის ივლისიდან, საქართველოს მოქალაქეების ის არაელექტრონული პირადობის მოწმობები გაუქმდება, რომლებიც 2011 წლის ივლისამდეა გაცემული.
საუბარია ე.წ. ლამინირებულ პირადობებზე. ცვლილებები იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა.
“ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ სიახლე ხელს შეუწყობს არჩევნების სათანადოდ ჩატარებას.
“ადამიანები, რომლებიც რწმენისა და სხვადასხვა ობიექტური გარემოების (მაგალითად, მძიმე ავადმყოფობის) გამო ვერ იღებენ ე.წ. ჩიპიან (ინფორმაციის ელექტრონული მატარებლის მქონე) პირადობის მოწმობას, ასეთი პირადობები გაიცემა კონკრეტულ შემთხვევებში, განსაზღვრული, მაქსიმუმ 6-თვიანი ვადით. კანონმდებლობა ითვალისწინებს, მაგალითად, თუ პირადობის ბინადრობის მოწმობის გაცემის თაობაზე ნების გამოხატვა შეუძლებელია იმ პირის მძიმე ავადმყოფობის გამო, რომელზეც უნდა გაიცეს,” – აცხადებსპარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი.
აღსანიშნავია, რომ ამომრჩეველს ე.წ. ლამინირებული პირადობის მოწმობით ხმის მიცემის უფლება უნარჩუნდება, ეს დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ მოითხოვა.

ასევე დაგაინტერესებთ

ჩინეთში ვიზიტის ფარგლებში ხელს მოვაწერთ რამდენიმე მემორანდუმს, რაც ჩვენს ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტად განვითარდეს სოფლის მეურნეობა, გაიზარდოს აგროსასურსათო პროდუქციის წარმოება და გაძლიერდეს ქვეყნის ეკონომიკა

ჩვენ ვამბობთ, რომ დიახ, კორუფციასაც ვებრძვით და დიახ, უნდა შემცირდეს ხარჯები, რომელსაც სახელმწიფო ბიუჯეტი გასცემს – ადამიანმა სამ სამსახურში კი არ უნდა იმუშაოს, რადგან არ ყოფნის ხელფასი, უნდა იმუშაოს ერთ სამსახურში და მაღალი ანაზღაურება ჰქონდეს, შესაბამისად, უნდა გაიზარდოს ხელფასი