აგვისტოში დაკარგული მამაკაცი მთებში გარდაცვლილი იპოვეს: ძაღლი პატრონს 2 თვის განმავლობაში არ მოშორებია

19 აგვისტოს შემდეგ არანაირი სიახლე არ ყოფილა რიჩ მურისა და მისი ძაღლის, ჯეკ რასელის შესახებ, რომლებიც სალაშქროდ იყვნენ წასული, Blackhead Peak კოლორადოში. გაუჩინარების შეტყობინებების შემდეგ დაიწყო ძებნა, რომელმაც შედეგი არ გამოიღო და ამიტომ 30 ოქტომბერს შეწყდა. ახლა კი, 2 თვე-ნახევარზე მეტი გავიდა, იპოვეს პატრონიც და ძაღლიც. სამწუხაროდ, მამაკაცი მკვდარი იყო, მაგრამ ძაღლი ცოცხალი იყო და არ მიატოვა პატრონის სხეული, მთელი ამ ხნის განმავლობაში იცავდა მას.
დელინდა ვან-ბრაიტინი TSAR-მა (Taos Search and Rescue) იტყობინება მამაკაცის ცხედრის აღმოჩენის შესახებ: „იპოვეს მთის მწვერვალიდან აღმოსავლეთით 2,5 მილის დაშორებით“.
ამ მხარეში მოხეტიალე ადგილობრივმა მონადირემ შენიშნა უსიცოცხლო მამაკაცი და პატარა ძაღლი, რომელსაც არ სურდა პატრონის სხეულის მიტოვება. ხელისუფლებას ეცნობა და შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდა ვერტმფრენის ჯგუფი, რათა დაკარგული მამაკაცის ცხედარი ამოეყვანათ.
მაშველების თქმით, ძაღლი ჯერ ვეტერინართან მიიყვანეს, რათა გამოეკვლიათ და შეემოწმებინათ, რომ ყველაფერი რიგზე იყო, რის შემდეგაც მან შეძლო ოჯახთან შეერთება, რომელიც უნდა დაემშვიდობოს საყვარელ ადამიანს, მაგრამ მაინც შეძლო და თავის ერთგულ მეგობარს ისევ ჩაეხუტა. – წერს უცხოური მედია.
ასევე ნახეთ:
15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი
მეცნიერები ყველაზე მომაკვდინებელი ვირუსის, „ფაქტორი X-ის“ გაცოცხლებას ვარაუდობენ- dailymail