„ბარსელონას“ ყოფილმა მცველმა და სპორტულმა დირექტორმა, 45 წლის ერიკ აბიდალმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ ღვიძლის გადანერგვის მეორე ოპერაციის შემდეგ, გართულებების შედეგად გარდაიცვალა, – იტყობინება „პარიზიენი“.
„ზოგიერთი ჭორი არასოდეს უნდა გავრცელდეს. მე ჩემს ოჯახთან ერთად ვარ, ყველაფერი კარგადაა. აუცილებელია პატივისცემის გამოხატვა. ეს ყველაფერი ეხება ჩემს ოჯახს და შვილებს. განვმარტავ: მე კარგად ვარ, ცოცხალი და ჯანმრთელი. გმადლობთ მხარდაჭერისა და თანაგრძნობისათვის. მოდით, ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რაც მართლაც მნიშვნელოვანია”, – წერს აბიდალი.
მას ღვიძლის კიბო 2011 წელს დაუდგინდა. ოპერაცია ჩაუტარდა სიმსივნის მოსაშორებლად, რამდენიმე თვის შემდეგ კი ორგანოს გადანერგვა დასჭირდა.
ყოჩაღი ფიზკულტურის მასწავლებელი – რუსეთში საფეხბურთო მოედანი ჩაინგრა
[VIDEO] პირდაპირ კუთხურიდან ჩაახვია – დი მარიას საოცარი გოლი არგენტინის ჩემპიონატში
