აბაშის მუნიციპალიტეტში ცოლ-ქმარი დააყაჩაღეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ სეფიეთიდან ბაზარში საკუთარი მიკროავტობუსით მიმავალ ცოლ-ქმარს შეიარაღებული პირები დახვდნენ. არსებული ინფორმაციით, ნიღბიანები ტრანსპორტში ავიდნენ, ცოლ-ქმარს ტელეფონი წაართვეს და გაკოჭეს.
ცოლ-ქმარი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი ცქიტიშვილი – ქვეყანა, როგორც დემოკრატიული სახელმწიფო ჩამოიშალა, რასაც არაადეკვატურად უყურებს ხელისუფლება – ეუთოს „მოსკოვის მექანიზმზე“ პასუხები კიდევ უფრო შემაშინებელია, გააზრებული არ აქვთ, რა უბედურებაში შეიყვანეს საკუთარი თავი და ქვეყანა