ზურაბიშვილი: „სერიალებისთვის დრო არ მაქვს“

ომეგა ჯგუფის“ საქმესთან დაკავშირებით გასაჯაროებულ ახალ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით, „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა მოკლე კომენტარი გააკეთა.

„ისეთი სერიალი გახდა ეს ამბავი, რომ მე მართალი გითხრათ, სერიალებისთვის დრო არ მაქვს. ამ მომენტში საარჩევნო კამპანიაში ვართ ჩართული და ნაკლებად ვარ გართული რაღაც სკანდალების სერიალში“- განაცხადა ზურაბიშვილმა.

">