ზურაბიშვილი ატოცში ჩავიდა

მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ატოცში ჩავიდა, სადაც რამდენიმე დღეა, რუსი ოკუპანტები სოფლის გასწვრივ ერთი კილომეტრის სიგრძეზე ახალ მავთულხლართებს აბამენ.

„აქ ვარ ჩამოსული, რომ ვისაუბრო როგორი პრეზიდენტო ვიქნები. ჩვენ აღვკვეთთ პროვოკაციებს, რომელიც დაიცავს ამ ქვეყანას და თავის მოქალაქეებს. მუშაობა ჩვენს პარტნიორებთან ერთად, რომ გავაძლიეროთ ეს საოკუპაციო ხაზზე უსაფრთხოება და იმავე დროს რომ ეს არ გადავაქციოთ საზღვრად,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კითხვაზე: რჩევა თუ არა იგივე პოზიციაზე, რომ საქართველომ დაიწყო ომი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ მას ეს არასდროს უთქვამს.

„არასოდეს არ მითქვამს ეს. მე მინდა დღეს გელაპარაკოთ ჩემს გეგმებზე, როგორი იქნება საქარველოს პრეზიდენტი, რომელიც არ დაკარგავს ტერიტორიებს,“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ გამარჯვების შემთხვევაში პირველი რასაც ის იზამს ჩავა ავღანეთში, სადაც ქართველი ჯარისკაცები მსახურობენ.

წყარო: რუსთავი 2

/</a></iframe>