ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს

გირჩის“ ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს ბრალი წაუყენეს. პოლიცია მას ვრილმან ხულიგნობას და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

„მასაც იგივე მუხლებით წარუდგინეს ბრალი, რაც გუშინ გირჩის სხვა ლიდერებს იაგო ხვიჩიას და ვახტანგ მეგრელიშვილს. ეს არის მუხლები 173-ე და 166-ე, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა წევრმა.

სასამართლო „გირჩის“ წევრების საქმეს დღეს განიხილავს.

">