ზურაბ ჯაფარიძემ „ქართუ ბანკისგან“ ერთ მილიონიანი სესხი მოითხოვა

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა ზურაბ ჯაფარიძემ „ბანკი ქართუ“-სგან მოითხოვა სესხი ერთი მილიონი ლარის ოდენობით. ინფორმაციას თავად „გირჩი“ ავრცელებს.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებზე ხმების 10%-ს ან მეტს დააგროვებს, მას ეკუთვნის იგივე ოდენობის თანხა წინასაარჩევნო ხარჯების დასაფარად. ამ მუხლით ისარგებლა ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ბანკმა ქართუმ 1 მილიონი ლარი ასესხა.

„ველით ბანკი ქართუს საკრედიტო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას“, – წერია „გირჩის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მილიონიანი სესხი ქართუსგან ჯაფარას

გირჩის საპრეზიდენტო კანდიდატმა Zurab Japaridzeმ ბანკი ქართუ Cartu Bankსგან მოითხოვა სესხი 💲 1 (ერთი) მილიონი 💲 ლარის ოდენობით. 💼 საქართველოს საარჩევნო კოდექსის 56-ე მუხლის თანახმად, თუ პრეზიდენტობის კანდიდატი არჩევნებზე ხმების 10%-ს ან მეტს დააგროვებს, მას ეკუთვნის იგივე ოდენობის თანხა წინასაარჩევნო ხარჯების დასაფარად. ამ მუხლით ისარგებლა ქართული ოცნების მხარდაჭერილმა კანდიდატმა, ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა, რომელსაც ბანკმა ქართუმ 1 მილიონი ლარი ასესხა. ⚔ ველით ბანკი ქართუს საკრედიტო დეპარტამენტის გადაწყვეტილებას. #ჯაფარაპრეზიდენტად

Posted by გირჩი / Girchi on ოთხშაბათი, 10 ოქტომბერი, 2018

/</a></iframe>