ზუგდიდში სოფელ ნარაზენის ერთ-ერთი უბანი გარესამყაროს მოწყდა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენის ერთ-ერთი უბანი შამადელა გარესამყაროს მოწყვეტილია. ძლიერმა წვიმამ აქ პრობლემები შექმნა. მდინარე სკაიას ადიდებამ გზა ჩახერგა.

წაღებულია ხიდი, დატბორილია თხილნარი, დახოცილია შინაური ფრინველი, განადგურებულია მოსავალი. წყარო, რომლითაც 10 ოჯახი სარგებლობს, წყალმა დაფარა და ადგილობრივები სასმელი წყლის გარეშე არიან დარჩენილები.

სოფლის გამგებლის, მალხაზ თოდუას თქმით, როგორც კი წყლის დონე დაიწევს, პრობლემების მოგვარებას დაიწყებენ