ზუგდიდში, ბანკის ყაჩაღობაში ბრალდებული, მერიის დასუფთავების მოქმედი თანამშრომელია

ზუგდიდში „ლენდო“ ბანკის დაყაჩაღებისთვის დაკავებული მერიის დასუფთავების სამსახურის მოქმედი თანამშრომელია.52 წლის გიგლა გოგილავას საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცველებმა იარაღი და ნიღბები ამოიღეს. თავდასხმა ბანკზე 31 იანვრის ღამეს მოხდა.ზუგდიდის მერიის თანამშრომელი ბანკში იმ დროს შეიჭრა, როცა სალაროს გადაბარება ხდებოდა.თავდამსხმელმა იარაღის მუქარით 1300 ლარი გაიტაცა. გოგილავას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე რაიონული სასამართლო დღეს იმსჯელებს.

წყარო: რუსთავი2

">