ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავა სუს-ში დაკითხვაზეა დაბარებული

ზუგდიდის მერის მოადგილე გია გულორდავა დღეს, 11:00 საათზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზეა დაბარებული, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ზუგდიდის ყოფილი მერის ლაშა გოგიას მონაწილეობით, შესაძლო კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით სუს-ში გამოძიება მიმდინარეობს. უწყების ინფორმაციით, გამოძიება სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში ქრთამის აღების ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 338 -ე მუხლითაა დაწყებული.

ზუგდიდის მერი ლაშა გოგია თანამდებობიდან გადადგა. თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება მან „ფეისბუქის“ გვერდზე გამოაქვეყნა.

/</a></iframe>