ზოიძე: „ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას“

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციაზე იმსჯელეს, თუმცა საბოლოო შეთანხმება ჯერ-ჯერობით ვერ შედგა. როგორც პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ აკაკი ზოიზემ განაცხადა, პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ჰუმანური ნარკოპოლიტიკის მომხრეა.

„პრინციპული დაპირისპირება არც ახლა გამოიკვეთა, მაგრამ დრო დაგვჭირდება იმისათვის, რომ შევჯერდეთ. ვადები რაც არის, ძალაში რჩება, 7 ივნისისითვის შეჯერებული ვარიანტი უნდა გვქონდეს. დამატებითი კონსულტაციები გვჭირდება. პოზიციები დაახლოვდა, მაგრამ დამატებითი კონსულტაციები საჭირო იქნება. ბიძინა ივანიშვილი ემხრობა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას, ისევე როგორც გუნდის ყველა წევრი.

შევეცდებით, რომ ეს კონკრეტულ ფორმაში გამოვხატოთ, გადაწყვეტილების მიღება უსასრულოდ არ გაგრძლედება. ალბათ იქნება შიდა კენჭისყრა თუ ამის საჭიროება დადგა“, – განაცხადა აკაკი ზოიძემ.

">