ზეწოლა და წნეხი გამორიცხულია – ვანო ზარდიაშვილი TBC-ის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ვანო ზარდიაშვილი “თიბისი ბანკის” ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.

ზარდიაშვილი ამბობს, რომ ერთ-ერთი ძლიერი საფინანსო ორგანიზაციის ირგვლივ განვითარებული პროცესები სამართლებრივ ჭრილში უნდა განიხილებოდეს, თუმცა დღეს პოლიტიკურ პროცესშია გადაზრდილი.

“თიბისი ბანკში” შექმნილი სიტუაციის პოლიტიკურ ჭრილში გადატანას კი საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იმ პირებს უკავშირებს, ვინც პროგრესს ხელს უშლის.

ვანო ზარდიაშვილი “თიბისი ბანკის” მიმართებაში ბიზნესზე ზეწოლას და წნეხს გამორიცხავს.

“თიბისი ბანკის” საქმე მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ბანკმა სებ-ის განცხადება გაასაჯაროვა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “თიბისის” დანფუძნებლების, მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობიდან ჩამოშორება მოითხოვა. აღნიშნული გადაწყვეტილება კი თიბისი ბანკმა გაასაჩივრა.

">