ზაზა სარალიძე შსს-ში გამოკითხვაზე იმყოფება 

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზე იმყოფება. გამოძიების ფარგლებში სარალიძე ჩვენებას მოწმის სტატუსით მისცემს. აღსანიშნავია, რომ ზაზა სარალიძე აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით პირველად იკითხება. ზაზა სარალიძეშსს-ში შესვლამდე განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ის აქამდეც უნდა გამოეკითხა.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს აქამდეც უნდა დავებარებინე. აქამდე რატომ არ დამიბარეს? ვიღაც-ვიღაცებს იბარებენ, ყველაზე მეტ ინფორმაციას მე ვფლობ. მე ვაპირებ ყველა დეტალი მივაწოდო გამომძიებლებს, მათ შორის დავასახელებ გვარებს, ასევე იმას, თუ რამდენი პირი მონაწილეობდა მკვლელობაში“, – აღნიშნა ზაზა სარალიძემ.

">