ზაზა სარალიძე პარლამენტთან შეუძლოდ გახდა

რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძე შეუძლოდ გახდა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, ის პარლამენტის შენობისკენ მიემართებოდა, რა დროსაც წაიქცა. მას ამ წუთებში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები უწევენ დახმარებას.

ადგილზე გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი.

 

">