ზაზა სარალიძე დღეს შსს-შია დაბარებული

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დღეს შინაგან საქმეთა სამინისტროშია დაბარებული.

როგორც ზაზა სარალიძემ განაცხადა, ის უნდა შეხვდეს შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, ვლადიმერ ბორცვაძეს და ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის გამომძიებლებს, საქმის დეტალების გასაცნობად.

ზაზა სარალიძე შინაგან საქმეთა სამინისტროში ადვოკატთან, ნესტან ლონდარიძესთან ერთად მივა.

შეხვედრა შსს-ში 15:00 საათზეა ჩანიშნული.

წყარო: ipn.ge

">