ზაზა სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილი გორში ჩავიდნენ

ზაზა სარალიძე მალხაზ მაჩალიკაშვილი გორში ჩავიდნენ. ისინი გარდაცვლილი თორნიკე მერაბაშვილის მამას შეხვდებიან. სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამის განცხადებით, ის და ზაზა სარალიძე შეურეთდებიან მერაბ მერაბაშვილის პროტესტს.

„სადაც გამწარებული ხალხია საქართველოში, ყველგან დავრჩები მე. მე და სარალიძე ჩამოვედით, რომ ამ აქციას შევუერთდეთ. თვითონ მამას რა მოთხოვნები აქვს ჩვენ ზუსტად არ ვიცით, ერთი ვიცით, რომ ჩვენ ვართ ამ სისხლიანი რეჟიმის წინააღმდეგ“,-განაცხადა მაჩალიკაშვილმა.

სოფელ ხელთუბანთან მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ცენტრალური ავტომაგისტრალი გადაკეტა. 6 ივლისს,  გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერაბაშვილის ოჯახის წევრები და ახლობლები აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები მოთხოვენ დადგინდეს რა ვითარებაში მოხდა თორნიკე მერაბაშვილის გარდაცვალება.

თორნიკე მერაბაშვილის მამამ, შვილის გარდაცვალებიდან მეორე დღესვე განაცხადა, რომ მისი შვილი მოკლულია. ერთ-ერთი ვერსიით, ახალგაზრდას ავტომობილი დაეჯახა და მძღოლი მიიმალა. პოლიციამ შემთხვევის ადგილთან ახლოს მდებარე მაღაზიის გარე სამეთვალყურეო ვიდეოკამერების ჩანაწერები ამოიღო. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.