„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება“

შეწყალების საკითხთან დაკავშირებით უმრავლესობის კრიტიკას პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი აბაშიშვილი გამოეხმაურა. აბაშიშვილის განცხადებით, პარლამენტში ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი მიმდინარეობს „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით, მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის გამაერთიანებელი საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოებაა.

„საქართვველოს პრეზიდენტმა აღნიშნულ ტრაგიკულ ფაქტთან დაკავშირებით არსებულ ყველა კითხვაზე ძალიან დეტალურად ისაუბრა. ამავე პერიოდში ვხედავთ, რომ საქართველოს პარლამენტში მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირების პროცესი „ევროპული საქართველოსა” და “ქართული ოცნების” მონაწილეობით და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ უმრავლესობის მთავარი გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება”, – აღნიშნა აბაშიშვილმა.

საქმე ეხება ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული პირის შეწყალების საკითხს, რომელიც საპატიმრო დაწესებულებიდან შეწყალების კომისიის გადაწყვეტილებით ვადაზე ადრე გათავისუფლდა. აღნიშნული პირის გათავისუფლებას ხელი საქართველოს პრეზიდენტმა მოაწერა.

 

">