„ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მეთოდით მოხდა კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმება“

კომპანია „სითი პარკში“ აცხადებენ, რომ მათ ხელშეკრულების შეწყვეტასთან დაკავშირებით, მერიის გადაწყვეტილების შესახებ ტელევიზიიდან შეიტყვეს. კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მენეჯერის, ლევან ტაბიძის განცხადებით, „სითი პარკი“ იტოვებს უფლებას, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით სამართლებრივად იდავოს.

„კონტრაქტის შეწყვეტის შესახებ კომპანიას ინფორმაცია არ ჰქონია და უცნობია ჩვენთვის, რის საფუძველზე მოხდა კონტრაქტის შეწყვეტა. კომპანიისთვის ეს ცნობილი გახდა მერის სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ. ძალიან სამწუხაროა, რომ ამ მეთოდით მოხდა კომპანიასთან ხელშეკრულების გაუქმება და შესაბამისად კომპანია იტოვებს ვალდებულებას, რომ გააგრძელოს სამართლებრივი დავა ამ საკითხთან დაკავშირებით“,-განაცხადა ტაბიძემ.

">