YouTube-მა ვებგვერდზე მესენჯერი დაამატა

მობილური ვერსიიდან ახლა უკვე ვებგვერდზე. YouTube-მა მესენჯერი დაამატა. ამის შესახებ The Verge-ი წერს.

ამჯერად ნებისმიერი მომხარებელი, რომელიც YouTube.com-ზე  Google-ის ექაუნთით შევა აღნიშნული ფუნქციით შეძლებს სარგებლობას.

გამოცემის ინფორმაციით, ეს ფუნქცია იგივეა, რაც Gmail-ის Hangouts-ები. ამ ფუნქციის საშუალებით შესაძლებელია, როგორც პირადი, ისე ჯგუფური შეტყობინებების გაგზავნა.

ამიერიდან მომხმარებელი ნებისმიერი ვიდეოს დაბლა არსებული ღილაკის საშუალებით არჩეული ფაილის მეგობრისთვის მესენჯერში გაგზავნას და მისთვის გაზიარებას შეძლებს.

">